პროექტის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 თვეა, რომელიც უნდა დასრულდეს 2017 წლის დეკემბრის ბოლოს. პროექტის ჯამური ღირებულება 410 000 ლარს შეადგენს საიდანაც კომპანიის ფინანსური თანამონაწილეობა 280 000 ლარია.
როგორც კომპანია გრინდეველოპმენტის საოპერაციო დირექტორმა ზურაბ წვერიკმაზაშვილმა აღნიშნა - „პროექტის ფარგლებში 2 კილომეტრიანი მონაკვეთი ეწყობა. მანამდე ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელი არ არსებობდა. საკმაოდ მაღალი გამტარიანობის მილი გაგვყავს. სრულიად შესაძლებელია ამ ქსელით 20-25 ათასმა მოსახლემ ისარგებლოს“.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, საკანალიზაციის ქსელის მოწყობა არა მარტო უბნისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია სოფელ თხინვალას მოსახლეობისთვის.
პროექტი „მწვანე უბანი ლისთან“ ავთო ვარაზის ქუჩაზე გეგმავს 5000 ოჯახის განაშენიანებას. საკანალიზაციო სისტემის მასშტაბები კი სრულად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა დასახლებულმა პუნქტებმაც ისარგებლონ. პროექტში უკვე გათვალისწინებულია სოფელი თხინვალა. აღნიშნული პროექტი კომფორტს უქმნის აქ მაცხოვრებელ თითოეულ ოჯახს და მათ ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს, რადგან არავისთვის არ არის უცხო, რომ კომუნიკაციები ზრდის მიწის ნაკვეთების ღირებულებას.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით GWP მხარდაჭერისთვის და გაწეული სამუშაოსთვის “, - აღნიშნავენ „გრინ დეველოპმენტში“ 

მასალის გამოყენების პირობები






