ნიდერლანდებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:22, 30 Nov, 2017     1273
ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ რეისვეიკში (Rijswijk) გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე ,,WineWeekend’’ სპეციალური სტენდი ,,Taste of Georgia’’ მოეწყო, სადაც ქართული ღვინოები იყო წარმოდგენილი. ,,WineWeekend’’ ნიდერლანდებში ითვლება ყველაზე მასშტაბურ ღვინის სადეგუსტაციო ღონისძიებად, სადაც მიმდინარე წელს 50-მდე კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი პრეზენტაცია-სემინარი - ,,ქარვისფერი ღვინოები საქართველოდან’’, რომელსაც ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ. დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Saperavi Wine Agency“-ის დირექტორი ბერნარდ ნაუტა უძღვებოდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სემინარზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის 12 სახეობის ღვინო. ეს კომპანიებია „კონჭო და კომპანი“, „თბილღვინო“, „ფაფარი ველი“, „ბაგრატიონი 1882“, „ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი“ და „თელავის ღვინის მარანი“.

ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ნიდერლანდების ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია. ჰოლანდიელი პროფესიონალები დაინტერესებულნი არიან ქართული ღვინოებით, რის საფუძველზეც, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency“, რომელიც ნიდერლანდებში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42