„ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი საბოლოოდ დახურულია“ - სერგეი ლავროვი
მსოფლიო - 10:48, 30 Nov, 2017     3279

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი საბოლოოდ დახურულია. ამის შესახებ ლავროვმა იტალიურ გაზეთ Libero-სთან საუბრისას განაცხადა:

„ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. შეგახსენებთ, რომ საუბარია ყირიმის მოსახლეობის თავისუფალ და დემოკრატიულ ნებაზე, რომელმაც გააზრებული არჩევანი გააკეთა მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ.

თვითგამორკვევის განხორციელების ეს ფორმა ერთადერთი საშუალება იყო ხალხის მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად უკრაინაში ნაციონალურ-რადიკალური ელემენტების ღრეობის ფონზე. ცხადია, რეფერენდუმზე ყირიმის მოსახლეობის მიერ გამოხატულმა ნებამ მას თავიდან ააცილა სამოქალაქო ომის საშინელებები“, - დასძინა ლავროვმა.

ლავროვმა გამომცემასთან საუბრისას რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაზეც ისაუბრა:

„ვაშინგტონის მხრიდან რაიმე სახის დადებით ნაბიჯებს არ ველით. ოკეანეს გადაღმა რუსოფობია მძვინვარებს, რის გამოც მსოფლიო და ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის პოტენციალი დიდწილად გამოუყენებელი რჩება. ყოველ შემთხვევაში, რუსეთში არასდროს განვიხილავთ აშშ-ს ანალოგიურ ჭრილში. პირიქით, ჩვენ ყოველთვის პატივის ვცემდით ამერიკელ ხალხს და მის მიღწევებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42