თენგიზ გუნავას საქმეზე საქალაქო სასამართლოში დამატებითი განმარტებები გაკეთდა
სამართალი - 18:52, 12 Jul, 2013     584


თენგიზ გუნავას დაკავებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში დამატებითი განმარტებები გაკეთდა:

 

"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ თენგიზ გუნავას მიმართ. საქმის მასალების მიხედვით, თენგიზ გუნავას ბრალი ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ორ ეპიზოდში, ასევე ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენებაში.

 

ბრალდებული თენგიზ გუნავა სამსახურეობრივ უფლებამოსილების გადამეტების წარდგენილ ორივე ეპიზოდში და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

თენგიზ გუნავა ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ორივე ეპიზოდში, კერძოდ 3 ათასი ლიტრი ბენზინისა და 49 500 ლარის მითვისებაში და საბოლოოდ სასჯელთა შთანთქმის და 2012 წლის დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებით, სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მასვე 1 წლისა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება"

 

შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავას საქმის განხილვა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა. განაჩენი შესაძლოა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42