მდიდრული ქორწილის შემდეგ, დიდი სლემის 23-გზის გამარჯვებული 36 წლის ჩოგბურთელი სერენა უილიამსი და მისი მეუღლე Reddit-ის დამფუძნებელი ალექსის ოგანიანი, ქალიშვილ ოლივიასთან ერთად თაფლობის თვის გასატარებლად გაემგზავრნენ.
რომანტიული საქორწინო მოგზაურობისთვის ოჯახმა ბაჰამის კუნძულები აირჩია- ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. „კვირა სამოთხეში“- ასე დაასათაურა სერენამ კუნძულზე გადაღებული ვიდეო.
გამოცემა People-მა მათი თაფლიობის თვის გარემოებები გაარკვია, როგორც აღმოჩნდა ვილა სადაც ჩოგბირთელი და ბიზნესმენი ისვენებენ, კერძო კუნძულ ანდროსზე მდებარეობს და მასზე მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით ან ნავით არის შესაძლებელი. ვილამ სელენა იმითაც მოხიბლა, რომ მის ტერიტორიაზე პერსონალური ჩოგბურთის კორტი და სპა კომპლექსიცაა.









მასალის გამოყენების პირობები






