როგორც ცნობილი გახდა ჰოუელესი 2009 წელს კრიპ ტო ვალუტის მოპოვებით იყო დაკავებული. რის შედეგადაც მან 7500 ბიტკოინის მოგროვება შეძლო. თუმცა კრიპტოვალუტის მოპოვება მას შემდეგ შეწყვიტა რაც მისმა მეგობარმა დაიჩივლა რომ ნოუთბუქი ძალიან ხმაურიანი გახდა და ადვილად ხურდებოდა. 2010 წელს ჯეიმსმა ნოუთბუქზე შემთხვევით ლიმონათი დაასხა, ამიტომ მისი ნაწილებად დაშლა მოუწია, ზოგიერთი ნაწილი კი ნაგვის ურნაში გადაყარა. გადაგდებულ დეტალებს შორის იყო ნოუთბუქის მყარი დისკიც, რომელზეც ბიტკოინების ინფორმაცია ინახებოდა. ჯეიმსმა დისკი ყველგან ეძება მაგრამ უშედეგოდ. სავარაუდოა, რომ მისი მყარი დისკი ნიუპორტის ნაგავსაყრელზეა, რომელიც ზომით საფეხბურთო მოედნის ზომაა. ადგილობრივი პოლიციის თქმით აღნიშნულ ტერიტორიაზე მყარი დისკის მოსაძებნად რამდენიმე ექსკავატორი და ათეულობით ადამიანია საჭირო. ამასთანავე ნიუპორტის საქალაქო საბჭო აცხადებს, რომ ნაგავსაყრელზე განძის მაძიებლებს არ დაუშვებენ, თუმცა თუ ვინმემ მაინც შეძლო მყარი დისკის პოვნა, მისი დაბრუნება პატრონისთვის მოუწევს.
ამ ამბის შესახებ The Guardian-ი 2013 წელს წერდა, მაშინ ჰოუელსის დანაკარგი დაახლოებით 7 მილიონ დოლარს შეადგენდა. სიტუაციის ტრაგიკულობას მაშინ უფრო კარგად შეიგრძნობთ, როდესაც აღმოაჩენთ, რომ ახლა მისი დანაკარგი უკვე 82 მილიონ დოლარზე მეტს შედგენს.
მასალის გამოყენების პირობები






