„მერაბიშვილი სააკაშვილის მაგინებელთა რიგებში არაა და ამიტომ იჩაგრება,“ - ხუხაშვილს წულუკიანზე დაბალი წარმოდგენა აქვს
პოზიცია - 17:59, 29 Nov, 2017     13569
სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებას ოპოზიცია და ხელისუფლება, ტრადიციულად, სხვადასხვანაირად აფასებს. მაგალითად, იუსტიციის მინისტრს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და კონვენციის მე-18 მუხლიც განსხვავებულად ესმის. თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილი საპატიმროში დარჩება. იუსტიციის მინისტრის შეფასებამ ექსპრემიერის ადვოკატ ოთარ კახიძეს „ჩრდილოეთ კორეის ტელეწამყვანი გაახსენა, რომელმაც ბრაზილიასთან მატჩში ჩრდილოეთ კორეის გუნდი გამარჯვებულად გამოაცხადა".

ანალიტიკოსებიც თანხმდებიან, რომ იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის უხარისხო მუშაობა ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ გამოიტანა და დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია, რითაც ძალაში დატოვა 2016 წლის ივნისის ერთ-ერთი პალატის გადაწყვეტილება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა გასაჩივრებული.

„ოცნებაში“ დამარცხებას არ აღიარებენ და ამტკიცებენ, ერთ ეპიზოდში დარღვევის დადგენა იმას არ ნიშნავს, რომ სტრასბურგი მერაბიშვილს უკანონო პატიმრად მიიჩნევსო.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ „მერაბიშვილის მიმართ თანაგრძნობა გაუჩნდა“. პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ „მერაბიშვილი სააკაშვილის მაგინებელთა რიგებში არაა, სწორედ ამიტომ იჩაგრება“.

პოლიტოლოგი ე.წ. სამართლიანობის აღდგენას ფარსს უწოდებს და ღიად ამბობს, რომ „ხელისუფლებამ კოლექტიური მურუსიძეები გულში ჩაიხუტა“.

„ვანო მერაბიშვილი ერთადერთი ადამიანი, რომელიც იმ სისტემური დანაშაულისთვის დაისაჯა, რაზეც ხელისუფლება 6 წელია, საუბრობს - სისხლიან რეჟიმი, სისტემურ დანაშაულიო. ხელისუფლების მხრიდან, ე.წ. სამართლიანობის აღდგენა ერთ დიდ ფარსად იქცა და ჩემი თანაგრძნობა მერაბიშვილის მიმართ ყველაფერ იმის გათვალისწინებითაა გამოწვეული, რაც მისი მისამართით ხდება. სავარაუდო, სისტემური დანაშაულის სხვა ჩამდენები, კოლექტიური მურუსიძეები კი კომფორტულად გადაბარგდნენ „ქართულ ოცნებაში“.

ჩემი თანაგრძნობა სწორედ ამან გამოიწვია, რატომ ისჯება მხოლოდ მერაბიშვილი თუ ყველა - ბოკერიიადან დაწყებული, უგულავათი დამთავრებული - მურაბა იყო?! ეს ადამიანები არ დასჯილან, მეტიც, პოლიტიკურ ცხოვრებას აგრძელებენ და ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილიც აქვთ. სამართლიანად არ მიმაჩნია, რომ ყველას ნაცვლად მერაბიშვილი დაისაჯოს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანი მავნებლურ პოლიტიკას ატარებს:

„მასზე ყოველთვის დაბალი წარმოდგენა მქონდა. წულუკიანმა ამ საქმის ირგვლივ არათუ გააუმჯობესა ქვეყნის პოზიცია, რაც მაშინდელი გენერალური პროკურორის საქციელმა გამოიწვია, არამედ, უფრო უარესი სახე მისცა. წულუკიანი ფიასკოს გამარჯვებად ასაღებს - ეს უკვე სასაცილოც აღარ არის!"- განმარტა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება იმაზეა დამოკიდებული, „შეაგინებს თუ არა“ ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

„ხელისუფლება მუდმივად ეუბნება მსჯავრდებულთა სკამზე მჯდომებს, რომ საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს, თუ სააკაშვილს შეაგინებენ. ხელისუფლება მზადაა, დანაშაულებრივი სისტემის იდეოლოგებსა თუ შემსრულებლებთან თანამშრომლობაში შევიდეს, ვინც მიშას შეაგინებს.

არ გამოვრიცხავ, რომ მერაბიშვილის ბედი იმაზე იყოს დამოკიდებული, მიშას შეაგინებს თუ არა. ჩვენ ეს სცენარი ვნახეთ „ევროპულ საქართველოსთან“ მიმართებით, თუმცა შეთქმულებაში ვერ შევალ და ვერ ვიტყვი, რომ ეს არის პირდაპირი გარიგება, მაგრამ ის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი უსაფრთხოება და პოლიტიკაში ტივტივი მიშას შეგინების ფასად იყიდა, ფაქტია,“ - აღნიშნა „ნიუპოსტთან“ საუბრისას გია ხუხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42