ამერიკელმა მსახიობმა ბუკინგემის სასახლის ბაღი პრინცთან ხელიხელჩაკიდებულმა გაიარა, შემდეგ კი მედიას ნიშნობის ბეჭდიც აჩვენა.
ყველაფერი საკმაოდ ჩვეულებრივად ჩანდა: შეყვარებულები ბევრს იღიმოდნენ და ფოტოგრაფებს ესალმებოდნენ. მეგანი საოცრად მშვიდი იყო. ის ხომ პლანეტაზე ყველაზე ცნობილ ოჯახს შეუერთდა.
სხეულის ენის ექსპერტმა ჯუდი ჯეიმსა შეამჩნია ის, რაც სხვების ყურადღების მიღმა დარჩა. მისი თქმით ჰარი სავსე იყო ემოციებით და სიყვარულით, ამ დროს კი მეგანი საოცრად თავშეკავებული და თავის თავში დარწმუნებული.
მეგანი მუდმივად ხელს ჰკიდებდა თავის შეყვარებულს, რომელიც ამ მომენტში ძალიან მორცხვად გამოუყურებოდა და თავის თავს არ ჰგავდა. მეგანის ქმედება პრინცის დასამშვიდებლად იყო განკუთვნილი, თითქოს ამ ქცევით ეუბნებოდა, „კარგი, კიდევ რამდენიმე ნაბიჯიც და მორჩება“
ჯუდი ჯეიმსის თქმით, სულის სიღრმეში უილიამიც და ჰარიც ძალიან მოკრძალებული ადამიანები არიან, მაგრამ ისინი ცდილობენ ეს საჯაროდ არ გამოჩნდეს.
მეგანი კამერების წინ მუშაობას მიჩვეულია. ის ჰარისთან ერთად მუდამ ხელჩაკიდებული დადის, ასე კი მხოლოდ უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანები იქცევიან.
ექსპერტის თქმით, მეგანი ნიშნობის ცერემონიალის დროს ბეჭდით თავმოწონებას არ ცდილობდა, მისთვის მთავარი იყო თავად ნიშნობის ფაქტი. ნიშნობის ბეჭდის დიზაინი მისი რჩეულის მიერ იყო შერჩეული. მეგანს არ უყვარს ფორმალობები. მას არ ეშინია, საკაროდ ხალხის წინ გააკეთოს ის, რაც ქეითმა და უილიამმა უკვე დაივიწყეს. მისი პოპულარობის გამო მას არ მოუწევს იმ სიტუაციაზე მიჩვევა, როდესაც მუდამ ყურადღების ცენრტრში ხარ. ამ გზის გავლა და ამაზე მიჩვევა მოუწია კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითს.
ჯუდი ირწმუნება, რომ სამეფო ოჯახში ასეთი წყვილის გამოჩენა, სუფთა ჰაერივითაა, ისინი პროტოკოლის მკაცრ წესებს არ გადაუხვევენ, მაგრამ სხვა სამეფო წყვილებთან შედარებით ნაკლებ შებოჭილნი იქნებიან.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მეგანს და ჰარის ყველა შანსი აქვს, რომ ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრონ.













მასალის გამოყენების პირობები






