«Артек»-ი საბჭოეთის ბედნიერი ბავშვობის სიმბოლო, სადაც სსრკ-სა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები, მაღალი იერარქიის საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენელთა შვილები და "ჩაწყობით" ხვდებოდნენ. თუმცა, ამ ბანაკთან და ზოგადად ადგილთან დაკავშირებით უამრავი საშინელი ისტორია ვრცელდებოდა, რომელთაგან რამდენიმეს რეალური საფუძველიც ჰქონდა.
1. ტუბერკულიოზით დაავადებულთა სანატორიუმი
თავდაპირველად "არტეკი" ტუბერკულიოზით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალი სანატორიუმი იყო. მისი აშენება 1925 წელს "წითელი ჯვრის საზოგადოების" ხელმძღვანელის ინიციატივით მოხდა. კურორტს ახლო მდებარე მთის ხეობის სახელი ეწოდა.
რამდენიმე წლის შემდეგ, ბევრი ბავშვი გამოჯანმრთელდა, საბჭოეთში ტუბერკულიოზმა იკლო და გადაწყდა, რომ "არტეკი" სანჭოთა მოსწავლეთა, პიონერთა და კომკავშირელთა ელიტარული ბანაკი გამხდარიყო.

2. დანაწევრებული ჩონჩხები
ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, 1966 წელს ბანაკთან ახლოს მდელოზე 6 ქალისა და მამაკაცის ჩონჩხები აღმოაჩინეს. ყველა ჩონჩხს თავი და ხელის მტევნები მოკვეთილი ჰქონდა. სამართალდამცავებმა თხრა განაგრძეს და რამდენიმე მეტრის სიღმეში ჯერ ყუთი იპოვეს, სადაც მოკვეთილი სხეულის ნაწილები იყო, ხოლო მის ქვემოთ ჩვილი ბავშვის ჩონჩხი.
დღემდე ეს საზარელი ისტორია ამოუხსნელია. არავინ იცის ვინ იყვნენ ეს ადამიანები და ვინ დახოცა ისინი.
3. დივერსანტების შეტევა
კიდევ ერთი საიდუმლოა 1937 წელს НКВД (КГБ-ს პირვენდელი სახელწოდება) მიერ ქვეყნის მთავრობისათვის გადაცემული მოხსენება არტეკში, რომელშიც საშინელი ცნობები იყო. კერძოდ, ჩეკისტები იტყობინებოდნენ, რომ "ხალხის მტრებმა" ბანაკში დივერსია მოაწყვეს, რის შედეგადაც, ძროხები ბრუცელოზით დაავადნენ, პურში ასანთის ღერები ჩატენეს, საჭმელში - შუშა და ლურსმნები.
ამ მოხსენებას მეორე მოყვა, რომელიც იტყობინებოდა, რომ ესპანეთიდან ჩამოსულთა კორპუსს ცეცხლი მოეკიდა, მომსახურე პერსონალი მოწამლეს, რადიოკვანძი მოშალეს და რაც ყველაზე საშინელია, პიონერხელმძღვანელები ბავშვებს აუპატიურებდნენ.
რა იყო მართალი და რა ტყუილი ამ მოხსენებებში, არავინ უწყის, შედეგი კი "ადეკვატურად საბჭოური" იყო, ყოველგავრი გამოძიების გარეშე ლამის მთელი ადმინისტრაცია დახვრიტეს ან გადაასახლეს. ეს პროცესი მხოლოდ ვიაჩესლავ მოლოტოვის ცოლმა შეაჩერა - მან მეუღლეს მოსთხოვა, რომ თავად ჩაეტარებინა გამოძიება. რეპრესიების პროცესი შეწყდა.

4. გრაფის მეუღლის აჩრდილი
ეს ისტორია ყველაზე პოპულარულია და საყვარელი არტეკელებისთვის. მას ახლაც ყვებიან.
ისტორიის მიხედვით, ისტორიული პიროვნება, გრაფის მეუღლე ჟანა დე ლა მოტი, რომელმაც საფრანგეთის დედოფალს მარია ანტუანეტას ძვირფასი ბრილიანტების ყელსაბამი მოჰპარა, დააპატიმრეს და ციხე-სიმაგრეში ჩასვეს. მან გაქცევა მოახერხა და თავი ჯერ რუსეთის დედაქალაქ პეტერბურგს, ხოლო შემდეგ ყირიმს შეაფარა.
რამდენიმე წლის შემდეგ ჟანა ცხენიდან გადმოვარდა და თავის არეში სასიკვდილო ტრავმა მიიღო. სიკვდილის წინ მან მსახურებს უბრძანა, რომ მისთვის ტანსაცმელი არ გაეხადათ. მსახურები არ დაემორჩილნენ მას და ქალბატონის შიშველ მხარზე შროშანის ფორმის დამღა აღმოაჩინეს.
არ ცდებით - სწორედ ჟანა დე ლა მოტი არის ალექსანდრე დიუმას "სამი მუშკეტერის" პერსონაჟის, მილედის პროტოტიპი. თუმცა, მის რუსეთში, ხოლო შემდეგ ყირიმში გაქცევას ისტორიკოსთა უმრავლესობა ზღაპრად თვლის.
თქმულების თანახმად, მოახლეებზე გაბრაზებული ჟანას აჩრდილი დღემდე დაეხეტება "არტეკის" ტერიტორიაზე და ბავშვებს აშინებს.
5. ავადმყოფი ბავშვების აჩრდილები
60-იან წლებში ორი ექთანი "არტეკში" დამატებითი შემოსავლის მიზნით ჩამოვიდა. ისინი ცალკე მდგომ კოტეჯში დაასახლე, თუმცა მალე მათ რამე მოსვენება დაეკარგათ - ოტახში ისმოდა ხმაური, თავისით ვარდებოდა წიგნები, ხოლო კარები გაღებული ხვდებოდათ. ერთხელაც ერთერთ გოგონას დაესიზმრა, როგორ შემოვიდნენ ოთახში გაფითრებული ბავშვები, მის საწოლს ალყა შემოატრყეს და შველას ითხოვდნენ.
შეშინებულმა გოგონებმა ეს ბანაკის თანამშრომელს მოუყვნენ. იგი დაფიქრდა და გაიხსენა, რომ მათ კოტეჟში, 20-იან წლებში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს ათავსებდნენ, რომელთა უმრავლესობაც ტუბერკულიოზით იღუპებოდა...

და ბოლოს, ყველაზე სკანდალური და ხმაურიანი ისტორია...
1967 წლის ზაფხულში პიონერხელმძღვანელმა ალიონამ ბავშვები ზღვაზე საბანოდ წაიყვანა. ზღვიდან ამოსვლის შემდეგ ბავშვებმა თავიანთი დამრიგებელი ვერ იპოვეს. ალიონაზე ძებნა გამოცხადდა, რაშიც მილიცია და მყვინთავი მაშველებიც ჩაერთვნენ, მაგრამ გოგონა ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი. ყველამ გადაწყვიტრა, რომ ის ზღვამ გაიტაცა.
გავიდა რამდენიმე თვე და მთელმა ბანაკი გაოგნებული დარჩა - პიონერების მორიგ ჯგუფს ხელმძღვანელად ისევ ალიონა ჩამოყვა. იგი ისევ შესანიშნავად გამოიყურებოდა, ერთი განსხვავებით, მას ხელზე საქორწინო ბეჭედი ეკეთა!
როგორც გაირკვა, გოგონა სანაპიროდან უბრალოდ მომავალი მეუღლის ნათესავებმა გაიტაცეს, რაც საბჭოთა ხელისუფლებისათვის წარმოუდგენელი რამ იყო. ქვეყნის წამყვანი პიონერთა და კომკავშირელთა ბანაკიდან ბავშვების აღმზრდელის სკანდალური გატაცების ისტორია მთელს საბჭოეთში მეხივით გავარდა...
------
რა არის მართალი და რა ტყუილი ზემოთ მოყვანილ ისტორიებში, არავინ უწყის, მაგრამ ერთი ცხადია, ბანაკის კედლებში დღესაც დადის აჩრდილი - "აჩრდილი კომუნიზმისა", რომლისგანაც საკმაოდ რთულია გათავისუფლება.
მასალის გამოყენების პირობები






