გვსურს, გამოვეხმაუროთ საინფორმციო სააგენტო „პირWელი“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას NDI–ს საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 12 ივლისს გაიმართა.
პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ დღევანდელ პრეს კონფერენციაზე მოხდა კვლევის მხოლოდ ერთი ნაწილის პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნა ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
პოლიტიკური რეიტინგების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება 15 ივლისს მედიისთვის გამართულ პრეს კონფერენციაზე.
გვსურს ავღნიშნოთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „პირWელი“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია პოლიტიკური რეიტინგების შესახებ მცდარია და აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ მონაცემებს, რისი პრეზენტაციაც მოხდება 15 ივლისს.
დასასრულს:
NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.ndi.org
მასალის გამოყენების პირობები






