საქართველოს ბანკის დაფინანსებით კიდევ ერთი სოციალური საწარმო გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:12, 29 Nov, 2017     1251

საქართველოს ბანკის ფონდმა, „სიცოცხლის ხე“ განაცხადა, სოციალურ საწარმოს, კერძოდ კერამიკის სახელოსნოს და მაღაზიის „ამფორეა“ გახსნის შესახებ. აღნიშნული პროექტი, რომელსაც კავშირი „რეა“ ახორციელებს, სოციალური საწარმოების შესახებ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. საგრანტო კონკურსი 2016 წელს გამოცხადდა, შესაბამისად გამარჯვებული პროექტი საქართველოს ბანკმა 50 000 ლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა. სოციალური საწარმო „ამფორეა“ ორ სივრცეს - კერამიკის სახელოსნოსა და მაღაზიას აერთიანებს, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 4 ბენეფიციარია დასაქმებული. დაფინანსების შედეგად, „ამფორეა“ აღიჭურვა ავეჯით და კერამიკის გამოსაწვავი სპეციალური ღუმელით. მოეწყო და გარემონტდა სახელოსნოს და მაღაზიის სივრცე, მოხდა კერამიკის დამზადებისთვის საჭირო მასალის და ინვენტარის შეძენა, მაღაზიის ადაპტირება, სახელობო უნარებში ბენეფიციარების დახელოვნება და დასაქმება. სახელოსნოში მზადდება და მაღაზიაშივე იყიდება ხელნაკეთი ორიგინალური, დეკორატიული ნაკეთობები, კერამიკის აქსესუარები, მათ შორის საახალწლო თემატიკის, ასევე სამკაულები.

აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარებმა მოახდინეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, შეიძინეს პრაქტიკული პროფესია, შეისწავლეს ხელობა, დასაქმდნენ და გაუჩნდათ შემოსავლის წყარო. საწარმოს შემოსავალი შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ სახელობო უნარების განვითარებას და დასაქმებას მოხმარდება.

საქართველოს ბანკმა გასულ წელს ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტი თანხის ოდენობით დააფინანსა, დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42