მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგში ლიდერი ბანკი INCEC-ი „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:23, 29 Nov, 2017     1185
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ჩინეთში სიდიდით პირველი ინდუსტრიული და კომერციული ბანკის INCEC-ის ფინანსური დეპარტამენტის ევრაზიის განყოფილების საინვესტიციო პროექტების გენერალურ დირექტორს ვან ჭენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების, შესაძლო ერთობლივ პროექტებში თანამონაწილეობისა და დაფინანსების მექანიზმებზე იმსჯელეს. მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგში ლიდერი ინდუსტრიული და კომერციული ბანკი INCEC-ი საქართველოში ინვესტიციების დაბანდებას და „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის მიზნით მემორანდუმის გაფორმებას და ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებში ინვესტირებას გეგმავს. ჩინეთის უმსხვილესი ბანკი ფონდს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტით სარგებლობას, მათ შორის, იაფი სესხის, რეფინანსირებისა და საინტერესო პროექტების აქციათა პაკეტში შესვლას სთავაზობს.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ჩინეთში სიდიდით პირველი ინდუსტრიული და კომერციული ბანკის INCEC-ის წარმომადგენლებს „საპარტნიორო ფონდის“ პრიორიტეტები და სტრატეგია გააცნო. ასევე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ფონდში მიმდინარე პროექტების შესახებ. ისაუბრა სქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებიისა და ბიზნეს გარემოს შეახებ. შეხვედრას ქართული მხრიდან „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დანელია და მისი მოადგილე ნინო ჩოლოყაშვილი ესწრებოდნენ.

INCEC-ის ფინანსური დეპარტამენტის ევრაზიის განყოფილების საინვესტიციო პროექტების დირექტორმა „საპარტნიორო ფონდის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩინეთში სიდიდით პირველი ინდუსტრიული და კომერციული ბანკის მხრიდან, ფონდთან თანამშრომლობის ინტერესი „საპარტნიორო ფონდის“ მიერ შანხაის უმსხვილეს ხუასინის ენერგეტიკულ კომპანია CEFC-სთან ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდის“ დაფუძნებისა და ჩინეთის უმსხვილესი ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კორპორაცია SINOSURE-სთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ გაჩნდა.

მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგში ლიდერი ბანკი INCEC-ის მენეჯმენტი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის მოწვევით იმყოფება. თბილისში გამართული რიგით მეორე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მოსაწვევი დავით საგანელიძემ INCEC-ის მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ჩინეთში ამა წლის მაისში გამართული „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გადასცა, სადაც „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი სწორედ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგში ლიდერი ბანკის INCEC-ის პრეზიდენტისა და ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის მიწვევით იმყოფებოდა.

ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკის (ICBC) შესახებ:

ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი (ICBC) არის ყველაზე დიდი ბანკი მსოფლიოში საერთო აქტივებისა და ბაზრის კაპიტალიზაციის რაოდენობით. იგი ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომერციული ბანკების ოთხეულში შედის. 2013 წელს „ფორბსის“ თანახმად, ბანკმა მოიპოვა პირველი ადგილი მსოფლიოს უდიდეს საჯარო კომპანიებს შორის და პირველი ადგილი ტოპ 1000 ბანკის სიაში. „ფორბსის“ 2017 წლის მონაცემებით კი, ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი, ზედიზედ მეხუთე წელია მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგში უცვლელად იკავებს ადგილს ლიდერთა შორის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42