"შავი თებერვალი", რომელმაც შეიძლება პუტინის რეჟიმის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს
მსოფლიო - 14:12, 29 Nov, 2017     3998

რუსული პროპაგანდისტული მანქანა ისევე უკვდავია, როგორც იმედი. შესაბამისად, ТАСС-ის ინფორმაციით, რუსეთს სულაც არ აწუხებს დასავლური სანქციები, პირიქით, ევროპა ცდილობს მათ გაუქმებას, რადგან უსარგებლოდ თვლის. ეს პროპაგანდა მარტო შიდა მოხმარებისთვის არ არის - რუსეთს ძალაინაც უნდა, რომ სანქციები გაუქმდეს, რადგან მისთვის საშობაო არდადაგების შემდეგ საკმაოდ რთული დრო დადგება.

The Guardian-ი წერს, რომ ამერიკულ სანქციებს ძალიან დიდი გავლენა აქვს რუსეთზე, აშშ-ს მსოფლიო ფინანსური გავლენის გამო. თუმცა, პუტინს არანაკლებ სურს ევროპული სანქციების გაუქმება, რადგან მთელი რუსული ფინანსები ევროპაშია, სწორედ ამიტომაც ხარჯავს რუსეთი უამრავ თანხას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მემარცხენე-პოპულისტური ჯგუფების დაფინანსებაზე, რომლებიც სანქციების გაუქმების მოწოდებებით გამოდიან.

თუმცა, ყველა ეს მცდელობა სავარაუდოდ წყალში იქნება ჩაყრილი, რადგან ახლოვდება თებერვალი, როდესაც კონგრესის მიერ მიღებული და დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს უნდა წარუდგინოს დეტალური ანგარიში რუსეთის ხელისუფლების წევრთა და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების შესახებ. ამ ანგარიშში ასახული იქნება მათი შემოსავლები, ღია თუ ფარული ქონება, კავშირი კორუფციასთან. ამ ანგარიშის საფუძველზე, სავარაუდოდ დაწესდება პირადი სანქციები, საფინანსო ორგანიზაციებში აქტივების გაყინვა, აშშ-სა და ევროპის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვა და სხვა.

უპრეცედენტო სანქციებში მოყვება არამარტო რუსული ელიტა, მათი ოჯახის წევრები, არამედ სანქციები დაუწესდებათ იმ დასავლურ კომპანიებსაც, ვინც მათთან საქმიან ურთიერთოიბებს დაამყარებს. ყოველივე ეს პრობლემებს შეუქმნის არამარტო პუტინის ახლობელბს რუსეთსა თუ სხვა ქვეყნებში, არამე შესაძლოა, მისი რეჟიმის დესტაბილიზაციაც გამოიწვიოს.

"შავი თებერვლის" მოახლოებასთან ერთად იზრდება პანიკა რუს ოლიგარქებს შორის. მათ არც კი აქვთ წარმოდგენილი, თუ როგორ შეიძლება აიცილონ ეს დარტყმა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ იურიდიული ფირმები მათ ცოლებთან გაყრასა და მთელი ქონების მათზე და შორეულ ნათესავებზე გადაფორმებას ურჩევენ. ოლიგარქებმა აშშ-ს დედაქალაქი ლობისტებით და ადვოკატებით გაავსეს, ისინი ცდილობენ გაარკვიონ როგორ და როდის შედგება "შავი სია". ამასთან, რუსი ოლიგარქები, რომლებიც პუტინის მიერ დაკრულ იმპერიალისტურ და ნაციონალისტურ სიმღერას მღერიან, იმავდროულად საზღვარგარეთ ცხოვრობენ და დასავლური სამყაროს შესაძლებლობებით ტკბებიან და ისიც იციან, რომ მხოლოდ დემოკრატიულ სამყაროშია შესაძლებელი მათი იდეების სრული რეალიზაცია, სადაც მათი, როგორც ბიზნესმენები უფლებები სრულად არის დაცული.

სანქციები პირდაპირ ურტყამს პუტინის მიერ ხელისუფლების შენარჩუნებას. რუსეთი - ავტოკრატიული კლეპტოკრატიის ქვეყანაა. მის მიმართ ელიტის მხარდაჭერა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შესძლებს ის მათ დაცვას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ოლიგარქებს აშფოთებთ სანქციები, რომლებიც მათ ქონებას საფრთხეს უქმნის საზღვარგარეთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42