კრედო ბანკი ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელს აწერს 5 მილიონი დოლარის ოდენობის საინვესტიციო შეთანხმებას
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:07, 29 Nov, 2017     3848
დღეს, 29 ნოემბერს, კრედო ბანკი ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელს მოაწერს 5 მილიონი დოლარის ოდენობის საინვესტიციო შეთანხმებას. 5 წლიანი შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესების დაფინანსებას.

„პატივი გვაქვს ოფიციალურად გავაფორმოთ თანამშრომლობა ევროპის საინვესტიციო ბანკთან. 2017 წელი გამორჩეული იყო კრედო ბანკის ისტორიაში. ჩვენი საერთაშორისო დამფუძნებლების მხარდაჭერით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო საბანკო ინდუსტრიას შეუერთდა და კრედო ბანკად ტრანსფორმირდა. საქართველოს აგრო სექტორში მოღვაწე მიკრო და მცირე ბიზნესებზე ფოკუსირება კვლავ რჩება კრედო ბანკის მთავარ პრიორიტეტად. შესაბამისად, ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობა არის აღნიშნული ბიზნესების მომავალი განვითარებისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევით, ეს პარტნიორობა იქნება მაქსიმალურად ღირებული პროექტის ყველა მონაწილესთვის“. - აცხადებს კრედო ბანკის გენერალური დირექტორი ზაზა ფირცხელავა.

ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის, კრედო ბანკთან გაფორმებული შეთანხმება იქნება, მათი მხრიდან საქართველოს მიკროსაფინანსო საქმიანობის მხარდასაჭერად განხორციელებული პირველი ინვესტიცია. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მიკრო და მცირე ბიზნესების დაფინანსება მოხდება თანაბრად, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების საერთო ღირებულება 10 მილიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ფარგლებში, სამიზნე მსესხებლები თვითდასაქმებულები, ინდივიდუალური მეწარმეები და მიკრო მეწარმეები არიან, განსაკუთრებული სამიზნე სეგმენტს კი ქალი ბენეფიციარები წარმოადგენენ.

ხელმოწერის ცერემონია გაიმართება დღეს, 15:30 საათზე სასტუმრო ბილტმორში. ღონისძიებას დაესწრებიან კრედო ბანკის გენერალური დირექტორი ზაზა ფირცხელავა, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42