იბრაჰიმოვიჩი ცხვირის ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში ჩადის
ეს საინტერესოა - 16:48, 28 Nov, 2017     2682
მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ცხვირზე ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში ჩადის. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. fanatik.com.tr-ის ინფორმაციით , იბრაჰიმოვიჩს ცხვირთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და თურქეთში შესაბამისი პროცედურების ჩატარება მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, შვედეთის ნაკრების თურქული წარმოშობის ფეხბურთელმა ერკან ზენგინმა ურჩია, რომელმაც მსგავსი პროცედურები უკვე ჩაიტარა. ოპერაციის დეტალები არ კონკრეტდება, ზოგიერთი მედიასაშუალება ეჭვობს, რომ იბრაჰიმოვიჩს თავისი პოპულარული ცხვირი მობეზრდა და მის შეცვლას ცდილობს. ავტობიოგრაფიულ წიგნში იბრა წერს, რომ მისი დიდი ცხვირი ბავშობიდანვე არავის რჩებოდა ყურადღების გარეშე და ხშირად დაცინვის ობიექტიც გამხდარა. სპორტული გამოცემები ხშირად ხუმრობდნენ იმის შესახებ რომ იბრაჰიმოვიჩის ძალა მის ცხვირშია და ის ყოველთვის ცხვირის დაცვას ცდილობს, როცა "ცოცხალ კედელში" დგას.

ცხვირი 36 წლის შვედი ფეხბურთელის საფირმო ნიშნად იქცა, იბრაჰიმოვიჩის თაყვანისმცემლებს ის მის გარეშე ვერც წარმოუდგენიათ და იმედოვნებენ, რომ თურქეთში დაგეგმილი ოპერაცია, მხოლოდ კოსმეტიკური პროცედურებია და არა რინოპლასტიკა, იბრაჰიმოვიჩის ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ მის ცხვირს უკვე შეეხო ქირურგის ხელი და მან კეხი უკვე მოიშორა, თუმცა ცხვირის ზომას არ შეხებია.

რაც არ უნდა იყოს, იბრაჰიმოვიჩის ეს გადაწყვეტილება ნაკლებად მოეწონება მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მაურინიოს, რადგან მისი მოთამაშე, რომელიც მოედანზე მძიმე ტრავმის შემდეგ ეს ესაა დაბრუნდა, ისევ საოპერაციოში აღმოჩნდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42