რუსულმა გამანადგურებელმა Су-30-მა შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავს P-8A Poseidon-ს გზა გადაუჭრა, შემთხვევა შაბათს, შავი ზღვის საჰაერო სივრცეში მოხდა. ამის შესახებ თავდაპირველად პენტაგონზე დაყრდნობით CNN-მა გაავრცელა.
„ამერიკული თვითმფრინავი ასრულებდა ამოცანას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და არ დაუშვია ისეთი ქმედება, რომელსაც შესაძლოა რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედების პროვოცირება მოეხდინა“- განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა მიშელ ბალდანზამ.
მისი თქმით რუსული გამანადგურებლის ქმედებები კვალიფიცირდება როგორც არაუსაფრთხო, იმის გამო რომ მან გადაკვეთა ამერიკული თვითმფრინავის კურსი მარჯვნიდან მარცხნივ, რის შედეგადაც P-8A Poseidon-ი აღმოჩნდა რუსული თვითმფრინავის ფორსაჟულ ნაკადში. ამერიკული თვითმფრინავი იძულებული გახდა ძლიერ ტურბულენტობაში კურსიდან 15 გრადუსით გადასულიყო.
ბალდანზამ ასევე დასძინა, რომ რუსულმა გამანადგურებელმა ამერიკულ თვითმფრინავს დაახლოებით 15 მეტრში ჩაუფრინა.
მასალის გამოყენების პირობები






