საქართველოში პირველად სტარტაპ სასტუმროების დაფინანსება იწყება
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:05, 28 Nov, 2017     1266
თიბისი ბანკი პროგრამა „სტარტაპერის“ ფარგლებში ინოვაციურ პროექტს -„სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის“ იწყებს და ტურიზმის მიმართულებით დაინტერესებულ პირებს უპრეცედენტო პროდუქტს სთავაზობს.

პროექტის - „სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის“ ფარგლებში, თიბისი ბანკი დააფინანსებს როგორც ბიზნესიდეას ახალი სასტუმროების ასაშენებლად (საოჯახო სასტუმრო, ჰოსტელი, აპარტამენტი, ტურისტებზე გათვლილი განთავსების სხვა საშუალება) ისე არსებულ სასტუმროებს.

პროდუქტის უპირატესობა და უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სესხის ძირის დაფარვას მეპატრონე სატუმროს შემოსავლების მიღების შემდეგ დაიწყებს.

პროექტის ფარგლებში, სტარტაპსესხის გამოყენება შესაძლებელია სასტუმროს ასაშენებლად, შესაძენად, გასარემონტებლად ან მის მოსაწყობად სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. პროექტში ჩართვა იმ სასტუმროებს შეუძლიათ, რომლებიც ტურისტულად აქტიურ რეგიონში მდებარეობს.

„სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის“ განკუთვნილია როგორც მიკრო, ისე მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის. სესხის მინიმალური მოცულობა 20 000 ლარია, ხოლო მაქსიმალური - 3, 500 000 ლარი. საშეღავათო პერიოდია მაქსიმუმ 30 თვე, რომელიც მოიცავს მშენებლობა/რემონტისა და ოპერირების პერიოდს. სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 120-150 თვეა.

პროექტით -„სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის“ სარგებლობისას, შესაძლებელია პარალელურად EBRD-ისა და „აწარმოე საქართველოში“ პროექტებში მონაწილეობაც, რაც სასტუმროების მფლობელებისთვის დამატებითი შეღავათსა და სარგებელს წარმოადგენს.

პროექტის მიზანია ქვეყანაში სტარტაპგარემოსა და ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება.

ცოტა ხნის წინ თიბისი ბანკმა სტარტაპერებს კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი - სტარტაპ აგროსესხიც შესთავაზა. პირველად, საქართველოში, აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დაიწყონ და განავითარონ სოფლის მეურნეობის ისეთი მიმართულებები როგორიცაა, მაღალპროდუქტიული პირუტყვის და მეფრინველეობის ფერმები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე, საკალმახე, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები.

სტარტაპ აგროსესხით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მათ პროდუქტით სარგებლობის მომენტში საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა აღებული ფინანსური ვალდებულების დასაფარად.

სტარტაპერებს შესაძლებლობა აქვთ, ერთრდოულად ისარგებლონ ორივე პროდუქტით.

პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე განაცხადის შევსება შესაძლებელია თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე პროგრამა სტარტაპერის ვებგვერდზე: www. startuperi.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42