რატომ არ გაუთავისუფლა ადგილი როუზმა ჯეკს კარზე?
„პასუხი ძალიან მარტივია, იმიტომ რომ სცენარის 147-ე გვერდზე წერია- ჯეკი კვდება. ძალიან მარტივია... ეს იყო მხატვრული გადაწყვეტა, კარი იყო საკმარისად დიდი იმისთვის რომ როუზი დაეკავებინა, და არასაკმარისად დიდი, რომ ჯეკიც დატეულიყო.
მე სისულელედ მიმაჩნია, რომ 20 წლის შემდეგაც ამას განვიხილავთ, თუმცა ეს აჩვენებს იმას რომ ფილმი ეფექტური იყო და ჯეკმა იმდენად მოხიბლა მაყურებელი, რომ მისი სიკვდილი მტკივნეულად განიცადეს. ის რომ ცოცხალი გადარჩენილიყო, ფილმის დასასრული უაზრო იქნებოდა... ფილმი ჰყვება სიკვდილზე და განშორებაზე, ის უნდა მომკვდარიყო, ასე მოკვდებოდა თუ რამე დაეცემოდა, ის უნდა ჩაძირულიყო. ამას შემოქმედება ჰქვია, ეს ყველაფერი ამ ამბის მხატვრულად წარმოჩინებისთვის მოხდა და არა ფიზიკური კანონების გამო.“- განაცხადა კემერონმა.
ტიტანიკი ეკრანებზე 1997 წელს გამოვიდა, მისი რეჟისორი ჯეიმზ კემერონია. მასში მოთხრობილია გამოგონილი ისტორია გემ ტიტანიკის მგზავრების, ჯეკ დოუსონისა და როუზ დევიტ ბიუკეიტერის შესახებ, რომელთა როლებს ასრულებენ ლეონარდო დიკაპრიო და კეიტ უინსლეტი.
12 წლის მანძილზე „ტიტანიკი“ ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად ითვლებოდა. ტიტანიკი წარდგენილი იყო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე - სულ 14 ნომინაციაში, საიდანაც 11 ჯილდო ერგო.
მასალის გამოყენების პირობები






