ჩატაევი... პრობლემა, რომლისთვისაც შეიძლება ქვეყანა დაისაჯოს - ,,ხელისუფლებას მოუწევს პასუხი გასცეს აშშ-ს, თურქეთს და რუსეთს“
პოზიცია - 16:15, 27 Nov, 2017     11932
22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევის შესაძლო ლიკვიდირების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მოკლულთა ვინაობა ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა არ გამორიცხა, რომ ლიკვიდირებულთა შორის ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი იყოს: "არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა შორის აჰმედ ჩატაევი იყოს, თუმცა, დაზუსტებული პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს, ვინაიდან მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები და სწორედ აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი ზუსტი ინფორმაცია”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა , რომლის შეფასებითაც „მასშტაბური საფრთხეები ავიცილეთ თავიდან".


თუ ჩატაევის ლიკვიდირება დადასტურდა “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უფრო დიდი შარი წინ ელის - ექსპერტთა შეფასებით, პრობლემა, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე, ხარისხობრივად იზრდება: ჩატაევს ეძებდნენ რუსები, თურქები და ამერიკელები…

ამასთან სუს-მა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვასაც - როგორ აღმოჩნდა ძებნილი ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე, რა მიზნები ჰქონდათ თბილისში ლიკვიდირებული დაჯგუფების წევრებს და როგორ შეძლეს ქვეყანაში იარაღის შემოტანა.

„ნიუპოსტი“ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოზიციას გთავაზობთ:

„თუ დადასტურდა, რომ ერთ-ერთი მოკლული ჩატაევია და როგორც ჩანს დასტურდება ამ ეტაპზე, პრობლემა, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე, ხარისხობრივად იზრდება. ჩატაევს ეძებდნენ რუსები, თურქები და ამერიკელები. გარდა ამისა, პრობლემა იმაშია, რომ სამივე ქვეყანა სხვადასხვა საკითხის გამო ეძებდა ჩატაევს - რუსეთის პრეტენზია არის ჩეჩნეთი, თურქეთის პრეტენზია მის მიმართ იყო „ათა თურქის აეროპორტზე“ იერიში, ამერიკელები მას ეძებდნენ სირიის გამო. სამივე სპეცსამსახურს სხვადასხვა ინტერესი ჰქონდა ამ ადამიანის მიმართ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას ესმოდეს, თუ ეეცდებიან ტყუილის გავრცელებას, ქვეყანა მიიღებს სერიოზულ პრობლემას. სანამ იყო ინფორმაცია, რომ ეს არის ჩატაევი, ეს იყო საქართველოს პრობლემა და საქართველოს მთავრობას პასუხი უნდა გაეცა ჩვენი საზოგადოებისათვის, ეს დიდად ამ მთავრობას არ აწუხებდა, რადგან მიჩვეულია, რომ საზოგადოება შეიძლება სიბნელეში ამყოფო და არაფერი უთხრა, მაგრამ აქ გარდა საზოგადოებისა, მოუწევს პასუხის გაცემა ამერიკელებისთვის, თურქებისთვის და რუსებისთვის. როგორც კი მისცემ არასწორ ინფორმაციას იმისათვის, პრობლემიდან თავის დაღწევის მიზნით, ტყუილი იქნება ძალიან მარტივად გაშიფრული. გასათვალისწინებელია ის ფატი, რომ ინფორმაციას, რომელსაც მისცემ თურქებს და ამერიკელებს, არ დააკმაყოფილებს ეს რუსეთს და პირიქით.

ასეთ ჩიხურ სიტუაციაში, გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, ეს არის სიმართლის თქმა, იმიტომ, რომ სიტუაცია იმდენად რთულია, რომ ნებისმიერი ტყუილი, რომელსაც ახლა ეცდებიან გაავრცელონ, იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემების მომტანი. საქართველო, ამ უნიათო მთავრობის დიდი შეცდომების შედეგად, ჩიხურ სიტუაციაში აღმოჩნდა. ახლა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, მთავრობამ გაიაზროს, რომ ვერც ამერიკელებს, ვერც თურქებს, ვერც რუსებს ვერ მოატყუებს, უნდა თქვან სიმართლე, როგორ მოხვდა აქ? რატომ იყო აქ? ვისი ბრალია? თუ აქ ვინმეს ბრალეულობაა გამოკვეთილი, სჯობს დაისაჯოს ის პირი, ვინც ეს დაუშვა, ვიდრე დაისაჯოს ქვეყანა“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია 21-22 ნოემბერს ჩაატარა. სუს-ის განცხადებით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და 3 ლიკვიდირებულია. ოპერაციისას დაიღუპა 1 სპეცრაზმელი და 4 დაიჭრა.

დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა იმ პირის ვინაობა რომელიც თბილისსი ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ის საედი დუდაევია, სააპელაციო სასამართლოში სპეცოპერაციისას დაკავებულის საქმეს მოსამართლე გიორგი მიროტაძე განიხილავს. მოსამართლე მიროტაძეს საქმის განსახილველად 72 საათიანი ვადა აქვს. ზუსტი დრო, როდის შედგება სააპელაციო სასამართლოში პროცესი უცნობია.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებული პირი ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილე სურხო დუდაევი იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42