რომპეტროლის მთავარი პრიზის - ავტომობილის მფლობელი გორში მცხოვრები მომხმარებელი გახდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:19, 27 Nov, 2017     3933

„რომპეტროლ საქართველოს“ წამახალისებელი გათამაშების მთავარი პრიზის - ავტომობილის მფლობელი გორში მცხოვრები გიორგი მჭედლიძე გახდა. „რომპეტროლის“ ფინალური გათამაშება 26 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გაიმართა სადაც ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა. გათამაშდა საწვავის ხუთი 500 ლიტრიანი ვაუჩერი და მთავარი პრიზი - Mercedes-Benz E 200 კლასის ავტომობილი.

გამარჯვებულს კუთვნილი ავტომობილი საზეიმო ვითარებაში, რამდენიმე დღეში გადაეცემა. გიორგი მჭედლიძეს გათამაშების 20-მდე ბილეთი ჰქონდა, როგორც გაგვიმხილა გამარჯვება მისთვის ძალიან მოულოდნელი იყო. „ეს იყო ძალიან დიდი სიურპრიზი, რომ დამირეკეს პირველად ვიფიქრე ხუმრობა იყო, შემდეგ კი მივხვდი რომ ძალიან გამიმართლა. წლებია რომპეტროლის ერთგული მომხმარებელი ვარ, ძალიან დიდი მადლობა მას ამხელა სიხარულისთვის.“- აცხადებს გიორგი მჭედლიძე.

რომპეტროლის წამახალისებელი გათამაშება - „ბარათი, რომელიც წაგიყვანს უფრო შორს!" 1 აგვისტოს დაიწყო. გათამაშების ფარგლებში 3 შუალედური და ერთი ფინალური გათამაშება გაიმართა. მომხმარებლემბა უმაღლესი ხარისხის 200 და 500 ლიტრის საწვავის ვაუჩერები და უახლესი მოდელის Mercedes-Benz E 200 კლასის ავტომობილი მოიგეს.გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ყველა იმ მომხმარებელს შეეძლო, ვინც რომპეტროლის ფასდაკლების ბარათით სარგებლობს.

„ჩვენ შევეცადეთ წაგვეხალისებინა ჩვენი ერთგული მომხმარებელი მათთვის დამატებითი სარგებლის შეთავაზებით და ამით უფრო მეტი კომფორტის შექმნით. რომპეტროლის ეს გათამაშება კომპანიის ახალ პროდუქტს „ლოიალობის ბარათს“ დავუკავშირეთ, რომელიც 1 აგვისტოდან გახდა ხელმისაწვდომი. ის წარმოადგენს ფასდაკლების ბარათს და მისი მუდმივი მოხმარებისა და გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მომხმარებელს აქვს საშუალება ისარგებლოს 8-დან 15 თეთრამდე ფასდაკლებით ერთ ლიტრ საწვავზე.

ჩვენი გუნდის სახელით მადლობას ვუხდით ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც ჩართული იყო გათამაშებაში, წარმატებას ვუსურვებთ ყველა გამარჯვებულს.“- აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, „რომპეტროლი“ კვლავ გააგრძელებს მომხმარებლებისთვის წამახალისებელი აქტივობების შეთავაზებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42