ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო, მისი უწმიდესობა თავად დააკონკრეტებს უფლებამოსილებებს - მეუფე შიო
რელიგია - 14:36, 26 Nov, 2017     5533

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასასრულს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ იქადაგა. მან ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიის დროს დაღუპულების ოჯახებსაც მისამძიმრა და ქრისტიანულ მოწყალებაზე ისაუბრა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ, რაც მოხდა გუშინწინ ბათუმში. ვუსამძიმრებთ და ვლოცულობთ იმ ადამიანების სულების საცხონებლად და მათ ოჯახებს ვუსურვებთ გაძლიერებას და ღვთის შეწევნას“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

უფლისთვის მთავარია, ჩვენს გულში და სულში ჩავიხედოთ, რომ არ იყოს გულცივობა, გულქვაობა, - განაცხადა მეუფე შიომ მოწყალებასა და კეთილ სამარიტელზე ქადაგებისას.

„ჩვენ კი არ უნდა ვიფიქროთ ვინ არის ჩვენთვის მოყვასი, არამედ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ვისთვის ვიყოთ მოყვასი, რომ ჩვენ ყველასთვის უნდა ვიყოთ მოყვასი, ვისაც ესაჭიროება გვერდში დგომა, ვინც ჩვენთან დგას, ჩვენს გვერდით, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, ყველას მიმართ უნდა ვიყოთ მოყვასები.

უფლისთვის მთავარია ჩვენს გულში, ჩვენს სულში ჩავიხედთ, რომ არ იყოს გულცივობა, გულქვაობა, იყოს მოწყალება, სიყვარული, როგორც ჰქონდა ამ სამარიტელს, რამეთუ მოწყალება არის გზა. საუკუნო ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარი არის სამარიტელისებური თვისება მოწყალებისა. ჩვენ, როგორც არასდროს, გვესაჭიროება ეს თვისება - მოწყალება. დალოცვილები და გახარებულები გამყოფოთ უფალმა“, - განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

წირვის შემდეგ ჟურნალისტების კითხვაზე, მეუფე შიომ განაცხადა, რომ მან არ იცის, რატომ დანიშნა პატრიარქმა მოსაყდრედ. მისი განცხადებით, ეს ილია მეორის გადაწყვეტილებაა და ის ამ გადაწყვეტილებას ემორჩილება. როგორც მეუფემ აღნიშნა, განმარტებას ამ საკითხზე თუკი საჭირო გახდება, თავად პატრიარქი გააკეთებს.

"ჩვენ ველოდებით მის უწმინდესობას. რომ ჩამოვა, ის თავად დააკონკრეტებს უფლებამოსილებებს. მას ამ გადაწყვეტილების მიღების სრული უფლება ჰქონდა, უბრალოდ ეს ჩვენთვის ყველასთვის მოულოდნელი იყო,"- განაცხადა მიტროპოლიტმა.

(ფოტო 1TV)






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42