როგორც კვლევის პრეზენტაციისას NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ აღნიშნა, კრიმინალთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფრო მეტი რაოდენობა აცხადებს, რომ ვითარება გაუარესდა, ვიდრე - გაუმჯობესდა.
ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის არის სამუშაო ადგილები 61%-ით, ტერიტორიული მთლიანობა 34%-ით, სამედიცინო მომსახურება 30%-ით, სიღარიბე 26%-ით, პენსიები 21%-ით.
კითხვაზე, როგორ შეიცვალა მდგომარეობა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით - სამუშაო ადგილებზე 7% აცხადებს, რომ გაუმჯობესდა, 66%-ს აზრით კი არ შეცვლილა;
ტერიტორიულ მთლიანობაზე 4%-ის თქმით, მდგომარეობა გაუმჯობესდა, 74%-ის აზრით არ შეცვლილა.
სამედიცინო მომსახურებაზე 27%-ს აზრით მდგომარეობა გაუმჯობესდა, 57%-ის აზრით არ შეცვლილა. სიღარიბის მიმართულებით მხოლოდ 6% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 72% აცხადებს, რომ არ შეცვლილა.
ლუის ნავაროს თქმით, წინა კვლევებთან შედარებით აღნიშნულ კვლევაში რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობის მაჩვენებელი 4%-ით შემცირდა და 4%-ს უტოლდება.
დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით კი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის ინფორმაციით საზოგადოების განწყობა არ შეცვლილა.
მასალის გამოყენების პირობები






