თიბისი ბანკმა MSME ბიზნესის და ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად 30 მილიონი დოლარი მოიზიდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:59, 24 Nov, 2017     1516

თიბისი ბანკმა ავსტრიის განვითარების ბანკთან Oesterreichische Entwicklungsbank AG (OeEB) 30 მლნ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულება გააფორმა.

თანხები, პირველ რიგში, გამოყენებული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSMEs) დასაფინანსებლად, რომლებიც საქმიანობენ ტურიზმის სფეროში, ასევე, ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად.

„მოხარული ვართ, დავიწყოთ თანამშრომლობა OeEB -თან. ეს ჩვენი პირველი გარიგებაა და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ოპერაცია ხელს შეუწყობს წარმატებულ და გრძელვადიან ურთიერთობებს ჩვენს ინსტიტუტებს შორის“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„MSME-ის მხარდაჭერა ავსტრიის განვითარების ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნული საკრედიტო ხაზის მეშვეობით შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ გენდერული თანასწორობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ისევე როგორც მზარდი ტურიზმის სექტორის განვითარებას“, - განაცხადეს OeEB-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, ანდრეა ჰაგმანმა და მაიკლ ვანკატამ.

Oesterreichische Entwicklungsbank AG (OeEB), 2008 წლის მარტიდან ფუნქციონირებს, როგორც ავსტრიის განვითარების ბანკი. იგი სპეციალიზირებულია განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის გრძლევადიან დაფინანსებაზე, რაც იძლევა მდგრადი განვითარების შესაძლებლობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42