აღსანიშნავია, რომ სასამართლო დავა 2015 წლიდან მიმდინარეობდა. დაზარალებულს სარჩელზე უარი ჯერ ნოვოსიბირსკის, ხოლო შემდეგ საოლქო სასამართლომ უთხრა. საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა. მოსარჩელე აცხადებს, რომ იგი თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგო ორგანიზაციის წევრია.
როგორც მოსარჩელე აცხადებს, დამნაშავე აივენზე სიგარეტს ეწეოდა, ხოლო კვამლი ზემო სართულზე, მის საცხოვრებელ სახლში შედიოდა, რითიც მას ზიანი მიადგა. იგი იძულებული გახდა ფანჯარა დაეხურა. ამასტან თამბაქოს კვამლმა იგი პასიურ მწევლად და თამბაქოდამოკიდებულად აქცია.
მამაკაცმა აღიარა, რომ ბოლი მართლაც შედიოდა მეზობლის ფანჯარაში, მაგრამ ეს მასზე არ იყო დამოკიდებული - იგი თავის საცხოვრებელ ფართს დანიშნულებისამებრ - მოწევისთვის იყენებდა და არავისთვის ზიანის მიყენება არ სურდა,
პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ "თამბაქოს სუნისადმი სუბიექტური დამოკიდებულება არ არის საკმარისი საფუძველი კომპენსაციის მოთხოვნისათვის.
რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს - მართალია ადამიანს შეუძლია, "თავისი საცხოვრებელი ფართი თავისუფლად გამოიყენოს, მათ შორის სიგარეტის მოწევისათვის, მაგრამ მან ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ თამბაქოს მოწევის შედეგები არ გავრცელდეს მწეველის საცხოვრებელი ფართის გარეთდა არ შეუქმნას დისკომფორტი მეზობლებს.
მასალის გამოყენების პირობები






