გაუპატიურება, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა, ანტისანიტარია - ახალგაზრდა გოგონას ბედი ჩრდილო კორეის არმიაში
მსოფლიო - 18:22, 23 Nov, 2017     41639

ყოფილი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურე ქალი, ლი სო ენი, რომელმაც მსოფლიოს სიდიდით მეოთხე არმიაში 10 წელი გაატარა, იმ გაუსაძლის პირობებზე ჰყვება, რომელიც მან იქ გადაიტანა. ლი სო ენმა ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა და ახლა დასავლეთში ცხოვრობს.

ძალადობა, გაუპატიურება, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა, ეს ის შედეგებია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის არმიაში მოსამსახურე ქალს ელის. ანტისანიტარია, ხშირი ცემა, კორეული არმიის "ბუნებრივი" პირობებია.

ლის 10 წლის განმავლობაში სხვა 20 ქალთან ერთად ერთ ოთახში ეძინა. მას საკუთარი პატარა ტუმბო ჰქონდა, სადაც სამხედრო ფორმას ინახავდა. ტუმბოზე აუცილებლად უნდა მდგარიყო კიმ ირ სენისა და კიმ ჩენ ირის სურათი.

"ჩვენ ძალიან ვოფლიანდებოდით. მატრასები, რომელზეც გვეძინა ბრინჯის ჩენჩოსგან იყო დანზადებული და ყველა სუნს ადვილად იწოვდა. ჩვენ ცხელ შხაპს ვერ ვიღებდით - ცხელი წყალი არ არსებობს ჩრდილოეთ კორეაში. კაზარმაში გამოყვანილი იყო მთის წყაროსთან მიერთებული მილი, საიდანაც ხანდახან ბაყაყებიც ცვიოდა," - აცხადებს იგი.

41 წლის სო ენი უნივერსიტეტის ლექტორის შვილია. მისი ოჯახის უმრავლესობა - სამხედროა. 90-იან წლებში როდესაც ჩრდილოეთ კორეაში შიმშილობა იყო, სხვა ატასობით გოგონასთან ერთად, იგი ჯარში საკუთარი სურვილით წავიდა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან, 18 წლის გოგონების ჯარში გაწვევა უკვე სავალდებულო გახდა - სავალდებულო სამსახურის ვადა 7 წელია.

17 წლის გოგონა თავიდან პატრიოტული გრძნობებით იყო ანთებული და სამხედრო სამსახურით აღფრთოვანებული იყო. მამაკაცი და ქალი ჯარისკაცის სამსახურისა და ცხოვრების პირობები თითქმის ერთნაირი იყო - ქალებს ნაკლები ფიზიკური დატვირთვა ჰქონდათ, თუმცა ისინი სანაცვლოდ ვალდებული იყვნენ კაზარმების დალაგების, რეცხვისა და საჭმლის მომზადებაში მიეღოთ მონაწილეობა, რასაც მამაკაცები არ აკეთებდნენ.

"გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა და არასაკმარისი კვება თანდათანობით გავლენას ახდენდა გოგონებზე. 1-1,5 წლის შემდეგ მათ მენსტრუალური ციკლი უწყდებოდათ, რითიც ისინი პირიქით, გახარებული იყვნენ, რადგან დამატებითი პრობლემისგან თავისუფლდებოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც 20 წლის გოგონას უკვე მენსტრუაცია გამქრალი ჰქონდა," - აცხადებს სო ენი.

სამხედრო მოსამსახურე ქალები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის არმიაში სექსუალური შევიწროება და ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა, სიმორცხვის გამო, ისინი ამბობენ, რომ თავად მათ ეს არ შეხებია. იგივეს ყვება ლი სო ენიც:

"ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურე გოგონას მის კაბინეტში იძახებდნენ, სადაც მას აუპატიურებდნენ. ყოველი მათგანი ამას რამდენჯერმე აკეთებდა, ხოლო შემდეგ "ობიექტი" იცვლებოდა".

ამ ფაქტს ქვეყნის ხელისუფლებაც აღიარებს. გამოიცა კანონი, რომელიც აღნიშნულ დანაშაულში მხილებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ასე არ ხდება - გოგონებს ეშინიათ მეთაურის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა.

ლი სო ენმა არმიაში 11 წელი გაატარა. იგი, სამხრეთ კორეის საზღვართან ახლოს. კავშირგაბმულობის ქვედანაყოფში მსახურობდა. სამსახურის შემდეგ, 29 წლის ასაკში. იგი ოჯახს დაუბრუნდა, მაგრამ თავს გაუცხოეულად გრძნობდა და საბოლოოდ, 2008 წელს სამხრეთ კორეაში გაიქცა

"ბევრი გამოქცეული, სხვადასხვა გადაჭარბებულ ზღაპარს ყვება ჩემს სამშობლოზე, ისინი ხშირად გარკვეულ თანხასაც იღებენ ამაში. რაც მე მოგიყევით - სიმართლეა, მე ამ ინტერვიუში ფული არ ამიღია," - აცხადებს ყოფილი ჯარისკაცი ქალი.

წყარო - BBC







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42