ბიბლიური იერიქონი - ყველაზე ძველი ქალაქი მსოფლიოში
ეს საინტერესოა - 21:25, 11 Jul, 2013     23647

 

დედამიწის  პირველი ქალაქი – იერიქონი მდებარეობს პალესტინის ავტონომიაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. წარმოადგენს პროვინცია იერიქონის დედაქალაქს. მოსახლეობა – 20 416. მდებარეობს იუდეის უდაბნოს ჩრდილოეთით, დაახლოებით 7 კმ დასავლეთით მდინარე იორდანესგან, 12 კმ ჩრდილო დასავლეთით მკვდარი ზღვისგან და 30 კმ ჩრდილო–აღმოსავლეთით იერუსალიმისგან.

ძველი ქალაქის ნაშთები თანამედროვე ქალაქის დასავლეთითაა. ნაპოვნია უძველესი კოშკი, რომელიც ძვ. წელთაღრიცხვით 8400—7300 წ.წ. განეკუთვნება. ქალაქის კედლები ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. ამ კედლებზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ იგი ებრაელთა საყვირის ხმამ დაანგრია (ე.წ. "იერიქონის საყვირი"). გორაკის ძირას, რომელიც დღეს "ტელ-ალ სულთანის" სახელს ატარებს, მდებარეობს წინასწარმეტყველ ელისეს წყარო. ამ წყაროს შესახებ ბიბლიაში ასეთი ისტორიაა მოთხრობილი:

ერთხელ, როცა ელისე ქალაქ იერიქონში იყო, ამ ქალაქის მცხოვრებნი მივიდნენ მასთან და უთხრეს: "კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს... მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა". მაშინ ელისემ მოითხოვა მოეტანათ ერთი ახალი თასი და შიგ ცოტაოდენი მარილი ჩაეყარათ. როცა თასი მოუტანეს, წყაროსთან მივიდა, შიგ მარილი ჩაყარა და თქვა, რომ უფლის სიტყვით წყალი გამოსწორდებაო (მეოთხე წიგნი, მეფეთა 2:19-22).

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მთა ფარავს მსოფლიო ისტორიისათვის არანაკლებ დიდ საგანძურს, როგორიც ეგვიპტის "მეფეთა ველი".

იერიქონის დასავლეთით მდებრეობს მთა, რომელზეც ისეო ქრისტეს, ორმოცდღიანი მარხვის შემდგომ სატანამ გამოცდა მოუწყო:

"ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა წუთისოფლის ყველა სამეფო, მათი დიდება და სუფევა. უთხრა მას: "ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე" (მათე 4, 9). მაშინ იესომ უპასუხა: "გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე". (მათე 4, 10) / ლუკა 4, 4-12).

გადმოცემით, იერიქონის ტერიტორიაზე დღემდეა შემონახული სახარებაში მოხსენიებული "ზაქეს ხე":

"ცნობა ქრისტეს მოსვლის შესახებ ზაქეს მხოლოდ სმენას კი არ შეეხო, არამედ გულსაც. და მან ძალზე ინდომა ენახა ეს "მეგობარი მეზვერეთაი და ცოდვილთაი" (მათე 11,19), რათა იესოს სიმშვიდითა და მოწყალებით გაბრწყინებულ ღვთაებრივ პირისახეში შვება ეპოვა თავისი მგლოვარე სულისთვის. მაგრამ ტანმორჩილი ზაქესათვის აქ აშკარა დაბრკოლება შეიქმნა: უფლის გარს შემოხვეული დიდძალი ხალხის გამო მას არ შეეძლო იესოს დანახვა. ზაქე ასე მოიქცა: "და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო" (მუხლი 4). ლეღუსულელი, ანუ გარეული ლეღვიც ისეთი ტანმსხვილია, როგორიც ჩვეულებრივი ლეღვი. აი, სწორედ ასეთ ხეზე ავიდა მეზვერე ზაქე, რათა უფალი ეხილა. ზაქეს გულმოდგინება ღირს იქნა უფლის უდიდეს წყალობისა.

"და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით" (მუხლები 5-6).

 

2000 წლიდან, როდესაც დაიწყო ე.წ. "ალ-აქსას ინტიფადა". ქალაქ იერიქონში ებრალებს შესვლა ეკრძალებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42