რუსეთის ერთერთ უმდიდრეს ადამიანს, დუმის დეპუტატს საფრანგეთში 10 წლიანი ციხე ელის
მსოფლიო - 12:51, 23 Nov, 2017     2657

რუს მილიარდერს, რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრს, სულეიმან კერიმოვს საფრანგეთში 10 წლიანი ციხე ელის.

კერიმოვი საფრანგეთის პოლიციამ ნიცას აეროპორტშ ორშაბათშ დააკავა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ გუშინ გახდა. დღეს კი სასამართლომ მას ოფიციალურად წაუყენა გადასახადების დამალვისა და ფულის გათეთრების ბრალდება. კერიმოვთან ერთად კიდევ 4 ადამიანია დაპატიმრებული.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც პარლამენტის წევრს, კერიმოვს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა, თუმცა ეს ფაქტი საფრანგეთის სამართალდამცავებმა არ გაითვალისწინეს.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, კერიმოვი თავისუფალია, თუმცა, მან თავისი პასპორტი საფრანგეთის ხელისუფლებას უნდა ჩააბაროს, გირაოს სახით 5 მილიონი ევრო უნდა ჩააბაროს და საფრანგეთის დეპარტამენტის "ზღვისპირა ალპების" ტერიტორიის დატოვება ეკრძალება.

კერიმოვს ბრალად ედება ლაჟვარდოვან სანაპიროზე რამდენიმე ფეშენებელური ვილის შეძენა სხვა პირის მეშვეობით. ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით რამდენიმე ათეული მილიონი ევროს გათეთღება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პუტინის პრეზიდენტი დიმიტრი პესკოვი აცხადებენ, რომ კერიმოვს უცხოეთში სისხლის სამართლებრივი დევნისგან დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს და ის ფაქტი, რომ მას თან ეს პასპორტი თან არ ჰქონდა, იმის გამო მოხდა, რომ იგი საფრანგეთში პირადი მიზნებით გაემგზავრა და მისი პასპორტი დუმის კანცელარიაში იყო.

ამ განცხადებას საფრანგეთი მოკლედ პასუხობს - იცავს თუ არა კერიმოვს იმუნიტეტი, ამას საფრანგეთის სასამართლო დაადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42