პრეზერვატივები, ინტერნეტი, რელიგიური ლიტერატურა - კიდევ რა არის აკრძალული ჩრდილოეთ კორეაში
მსოფლიო - 11:28, 23 Nov, 2017     17614

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ყველაზე განსაკუთრებული სახელმწიფოა. ბევრი ცხოვრებისეული დეტალი თუ ნივთი, რასაც ჩვენ ასე შეჩვეული ვართ, კორეელებისათვის აკრძალულია:

1. არ არსებობს ინტერნეტი და Wi-Fi. ჩრდილოკორეელებს არ აქვთ წვდომა მსოფლიოს საკომუნიკაციო ქსელთან. არსებობს მხოლოდ ინტრანეტი - ქვეყნის შიდა ქსელი, რომელსაც არ შეუძლია მსოფლიოს სხვა ქვეყნების საიტებზე შესვლა. Wi-Fi საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად ქვეყნის მოსახლეობა სრულ ინფორმაციულ ბლოკადაშია.

2. უძრავი ქონების ყიდვის აკრძალვა. საცხოვრებელ ბინებს სახელმწიფო ანაწილებს. ისინი მცხოვრებლებს არ ეკუთვნის. კორეაში ბინას ვერ იყიდით, თუმცა, არც ფული აქვს მოსახლეობას მისი შეძენისთვის.

3. უცხოური ბეჭდური მედიის აკრძალვა. მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევის შემდეგი მეთოდი უცხოური მედიის სრული აკრძალვა. მეტიც, ბიბლიოთეკებში გასული წლის ადგილობრივ პრესასაც ვერ შეხვდებით - ხელისუფლებას არ სურს, რომ ვიღაცამ ის არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულოს, ძველი ნათქვამი თუ დაპირება გადაამოწმოს.

4. სატელეფონო კავშირი უცხოეთთან. საზღვარგარეთ ტელეფონით დარეკვა არ არის შესაძლებელი, არ არსებობს როუმინგიც.

5. კოკა-კოლას აკრძალვა. 2015 წლამდე მსოფლიოს ორ ქვეყანაში - კუბასა და ჩრდილოეთ კორეაში ამ პოპულარული სასმელის ყიდვა შეუძლებელი იყო. შემდეგ კუბამ ეს აკრძალვა მოხსნა, ასე რომ, კორეა ერთადერთია, სადაც ა, სასმელს ვერ მიირთმევთ.

6. McDonald’s-ი. ბუნებრივია, სადაც არ იყიდება კოკა კოლა, იქ ვერც McDonald’s-ს ნახავთ.

7. ინტიმური ჰიგიენის ნივთები. კორეაში ვერსად შეხვდებით ქალისა და მამაკაცის ინტიმური ჰიგიების ნივთებს. ქალები თვითნაკეთი ნივთებით სარგებლობენ, მამაკაცები?..

8. ერთნაირი ვარცხნილობა. ქვეყნის საპარიკმახეროებში კიდია ნიმუშები, თუ როგორი ვარცხნილობა შეიძლება ატაროს მამაკაცმა. თუმცა, ეს ისედაც მოქმედებს - მამაკაცები ცდილობენ ისეთი ვარცხნილობა ატარონ, როგორც კიმ ჩენ ინს აქვს.

9. ლურჯი ჯინსების აკრძალვა. თუ კორეელი ჯინსებს ატარებს, ის აუცილებლად კლასიკურია და შავი ფერის.

10. ვალუის გადაცვლა შეუძლებელია. ქვეყანაშ ვალუტას ვერ გადაცვლით, ტურისტებისთვის სპეციალური მაღაზიებია, სადაც სხვა ვალუტაზე შეუძლიათ პროდუქტის ყიდვა, კორეელები იქ არ შედიან. უცხოელის ხელში თუი ადგილობრივი კორეული ვონები აღმოჩნდა, ის დაისჯება. შესაბამისად მათთვის აზრს კარგავს კორეელებისთვის განკუთვნილ მაღაზიებში შესვლა.

11. გადაადგილების პირადი საშუალებები. ავტომობილს აქ ზემაღალი ფასი აქვს, ის მოსახლეობისთვის ვარდისფერ ოცნებას წარმოადგენს, აზიისთვის დამახასიათებელი ველოსიპედებიც საკმაოდ ძვირია და ყველა მათგანს სანომრე ნიშანი ადევს.

12. რელიგიური ლიტერატურა. მართალია რელიგია ქვეყანაში აკრძალული არ არის, მაგრამ ის ფარული ზედამხედველობის ქვეშაა. კორეელისთვის უნჯობესია ათეისტი იყოს და მხოლოდ ქვეყნის იდეოლოგიისა და ერის მამების სწამდეს.

13. ცხელი წყალი და გათბობა. სახლებში არ არის ცენტრალური გათბობა და ცხელი წყალი. კორეელები აბანოში ბანაობენ, ხოლო გათბობისთვის შეშას იყენებენ, თვით ისეთ საჩვენებელ შენობაშიც კი, როგორიც მოსწავლეთა სასახლეა.

14. საერთაშორისო ავიარეისები. ქვეყანაში არ არსებობს საერთაშორისო ავიარეისები, მეტიც, სხვა ქალაქში გასაფრენად კორეელს სპეციალური ნებართვა სჭირდება.

15. ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას უცხოელებთან კონტაქტი ეკრძალება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42