დაკავებულია ერთი და ლიკვიდირებულია 3 პირი- სუს-ის საგანგებო ბრიფინგი სპეცოპერაციაზე
პოზიცია - 19:06, 22 Nov, 2017     3793
თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა,როგორც სუს-ის ბრიფინგზე გახდა ცნობილი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 1 წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 სპეცრაზმელი და დაიჭრა 2. ამასთანავე დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტანენტის 2 წევრი.

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია. ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ,ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2 . ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ თანამშრომელს, სპეცრაზმელს და პოლიციელს, ვინც საკუთრი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები.

ამ რთული ვითარების გადატანისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს მოსახლეობას რომ მათ ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან“ - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია გუშინ, 20:00-სთვის დაიწყო და დაახლოებით 22:00 სათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადგილზე სროლები და აფეთქებების ხმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისმოდა.

სპეცოპერაცია 22 ნოემბერს 17:30 საათზე დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42