გიორგი კორახაშვილი აუდიტის დასკვნაზე: "როგორც ჩანს, თვლაც არ იციან..."
საზოგადოება - 19:02, 11 Jul, 2013     1645

როგორც გიორგი კორახაშვილმა "ნიუპოსტს" უთხრა, აუდიტს ამ დასკვნის გამო ბოდიშის მოხდა მოუწევს, როცა საქმის დეტალები საბოლოოდ გაირკვევა და ანგარიშფაქტურებს წარადგენს, თუმცა, ჯერჯერობით სამართალდამცველებს მისთვის არ მიუმართავთ.

 

"სისულელეა, რომ 30%-იანი ფასნამატით მივყიდეთ, პირიქით, იმ დროს ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით 20%-ით იაფად მივყიდეთ და, საბოლოო ჯამში, მოგება 10% დარჩა. როგორც ჩანს, ამათ თვლაც არ იციან, წინააღმდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებდნენ, რომ ტრანსპორტირება, ჩანთები, მანქანის დამტენები, აწყობის ხელფასები, საბანკო გარანიტიები, კომუნალურები - ეს ყველაფერი ხარჯია. რაც შეეხება პირდაპირი შესყიდვის გამოყენებას, ახლაც ვიგებ ტენდერებს და ზოგჯერ პირდაპირი შესყიდვებითაც ყიდულობენ საქონელს, ახლა თუ არაა პრობლემა, მაშინ რატომ იქნებოდა?", - ამბობს გიორგი კორახაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, შსს-ს ცენტრალურმა აპარატში 2011-12 წელს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მოთხოვნების დარღვევის ფაქტებია აღმოჩენილი.

 

კერძოდ, 2011 წლის ნოემბრში შპს "ალგორითმისგან" ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სამინისტრომ 5000 ცალი პლანშეტური კომპიუტერი, 2 მლნ 775 ათას ლარად შეისყიდა. ასევე 2012 წლის იანვარში გამოცხადებულ ტენდერში შპს "ალგორითმმა" გაიმარჯვა, რომელიც იყო ერთადერთი პრეტენდენტი და ამ შემთხვევაში, მისგან შეძენილია 2000 ცალი პლანშეტური კომპიუტერი, 1 მლნ 100 ათას ლარად.

 

შპს "ალგორითმმა" შსს-ს პროდუქცია 30%-იანი ფასნამატით მიჰყიდა, რამაც ჯამურად 749 000 ლარი შეადგინა, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42