„ანგელოზებთან“ ერთად სცენაზე გამოვიდნენ ისეთი მუსიკოები, როგორიც არია ჰარი სტაილზი, მიგელი და ჯეინ ჩჟანი, მოდელების მსგავსად ვიზის პრობლემა შეექმნა კეტი პერისაც.
2017 წლის კოლექციის მთავარი მოვლენა ტრადიციულად Fantasy Bra იყო, რომლით გამოსვლის პატივიც ლაის რიბერიოს ერგო. ოქროს, ბრილიანტის და საფირისგან დამზადებული ბიუსტჰალტერის ღირებულება 2 მილიონი დოლარია.
შოუს ერთ-ერთი საინტერესო მოვლენა Victoria’s Secret-ის და ფრანგული მოდის სახლის Balmain-ის კოლაბორაციის პრეზენტაცია იყო.
წლევანდელი შოუ იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ის მისი არსებობის პერიოდში ყველაზე დიდ არენაზე მოხდა- Mercedes-Benz Arena 18 ათას ადამიანს იტევს.
შოუს ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტებად უკვე აღიარეს - კენდის სვეინპოლის დეკრეტული შვებულებიდან პოდიუმზე დაბრუნება, მთავარი ანგელოზების - ადრიანა ლიმას და ალესანდრა ამბროსიოს გამოსვლა, ლაის რიბერიოს 2 მილიონიანი Fantasy Bra, ჰარი სტაილზის გამოსვლა, ჩინელი მოდელის მინ სის წაქცევა 15 სანტიმეტრიანი სიმაღლის ქუსლებით და ა.შ.
ყველაფერი ამის ნახვა მაყურებელს უახლოეს მომავალში შეეძლება, შოუს სატელევიზიო ჩვენება CBS-ის ეთერში 28 ნოემბერს შედგება.



































































































მასალის გამოყენების პირობები






