,,ვირლანდია“ საქართველოში - ქართული ვირის რძის ყველი 1500 ლარი ღირს და ის მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად ემზადება
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:30, 18 Nov, 2017     12467
,,ვირლანდიის“ შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ამ კომპანიის ხელმძღვანელი, პროფესიით მოქანდაკე თემურ ლომიძეა. ქართული ვირის რძის პროდუქტები შესაძლოა მსოფლიო ბაზარზეც გავიდეს. 1 კილო ვირის რძე 60 ლარი, ხოლო 1 კგ ყველი 1500 ლარი ღირს.

“ევროპაში ძალინ დიდი რაოდენობით უნდათ ვირის რძე, თუმცა ამის საშუალება ჯერ არ გვაქვს. წარმადობით დღეში უკვე 5 ლიტრზე ავედით.

რომელიმე ევროპულ ქარხანას თუ ითანამშრომლებ, მათ სჭირდებათ დღეში 20-50 ლიტრი, ჯერ-ჯერობით ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, ანუ ვირის რძის ექსპორტში მხოლოდ რაოდენობა გვაფერხებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეგვპირდა, რომ გატანის ლიცენზიას გაგვიკეთებს.

რაც შეეხება ხარისხს პრობლემა არაა. პარალელურად დავიწყეთ ყველის წარმოება, რაც ძალინ ძვირია. 1 კილოგრამი ყველი რომ ამოიყვანო 25 ლირტამდე რძე სჭირდება. 1 ლიტრი ვირის რძის ღირებულება საქართველოში 60 ლარია, ხოლო ევროპაში 60 ევრო, ყველის ღრებულება სადღაც 1500 ლარამდე გამოდის”, – განაცხადა თემურ ლომიძემ “საქმის კურსთან”.

ვირის რძე გამორჩეული სამკურნალო თვისებებისაა, მას მაღალი შემცველობით ლაქტოზა, C ვიტამინი და კალცი აქვს.

თემურ ლომიძე ჰყვება რომ სახედრის რძის უნიკალური თვისებების შესახებ ევროპაში შეიტყო. მას ბავშვთა კვებაში, პარფიუმერიასა და ფარმაციაში იყენებენ. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ იჯარით აიღო 40 ჰექტარი მიწა, იყიდა 80-მდე ვირი და ფირმა ,,ვირლანდია“ დააარსა. ვირის ფერმა სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. ვირის რძეს ბაქტერია აბსოლუტურად არ აქვს და მოდუღება არ სჭირდება, ცხიმიანობა აქვს დაბალი, რის ხარჯზეც უამრავი დადებითი თვისება აქვს.

ვირების ფერმის მეპატრონე ყვება, რომ 80-მდე სახედრის რძით რამდენიმე თვეში განკურნა ათობით ჩვილი ყივანახველისგან, ბრონქების მძიმე დაავადებისგან, გაციებისგან და აუმაღლა იმუნური სისტემა.

ვირის რძე განსაკუთრებით ძვირად ფასობს ევროპაში, სადაც მას ბავშვთა კვებაში, პარფიუმერიასა და ფარმაციაშიც იყენებენ.

ცნობისათვის, ვირის რძისგან მზადდება ყველი ,,პულე“ (სერბეთში ფერმა ზასავიკაში) და ერთი კილოგრამის ფასი 1200 ამერიკული დოლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42