„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“: „ლაპის ლაზული“ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, გახდეს დერეფანი ევროპასა და აზიას შორის
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:11, 18 Nov, 2017     1496
2017 წლის 15 ნოემბერს ქალაქ აშხაბადში, საქართველოს, ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა ავღანეთიდან სამხრეთ კავკასიის გავლით, ევროპის მიმართულებით ახალი სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“: განცხადებას ავრცელებს:

„ლაპის ლაზულის“ დერეფანი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციონირებას. იგი ქვეყანას წარმოაჩენს, როგორც მნიშვნელოვან სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის ინფრასტრუქტურა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უმაღლესი სტანდარტებით იქმნება, არის მნიშვენლოვანი წინაპირობა საქართველოსთვის, გახდეს კონკურენტუნარიანი დერეფანი და ეფექტური მოთამაშე „ლაპის ლაზულის“ სატრანსპორტო კორიდორში. პორტის გამტარუნარიანობა და შესაძლებლობა, მიიღოს პანამაქსის და პოსტპამანაქსის ტიპის გემები და გაატაროს ტვირთების დიდი რაოდენობა ავღანეთს, სამხრეთ აზიის სხვა სახელმწიფოებსა და ევროპას შორის, ქვეყანას აქცევს სანდო და ხანგრძლივ პარტნიორად საერთაშორისო სატრნასპორტო მარშრუტში ჩართული ქვეყნებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ბრუნვამ ევროპასა და სამხრეთ აზიას შორის ბოლო 16 წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მათ შორის ტვირთების გადაზიდვის დიდი ნაწილი საზღვაო გადაზიდვებით ხორციელდება და ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდის პერსპექტივა და გათვლები არსებობს. „ლაპის ლაზულის“ მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზღვაო გადაზიდვების ხანრძლივობის შემცირება იქნება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული განლაგება კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ზემოაღნიშნული მიზნის განხორციელებისთვის.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ახალ საერთაშორისო დერეფანში ჩართვა დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიებისა თუ სხვა ბიზნესების დაინტერესებისთივს, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვაში არიან ჩათულნი და ჩვენს რეგიონში ახალ შესაძლებლობებს ეძებენ.

„ლაპის ლაზული“ არის პროექტი, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყანაში თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას, იმისათვის რომ გავხდეთ სანდო პარტნიორი პროექტის მონაწილე ქვეყნებისთვის და თავი დავიმკვიდროთ, როგორც რეგიონულმა ჰაბმა.

პროექტის აქტუალობა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ორი - სახელმწიფო და კერძო სექტორის შესაძლებლობების გაერთიანების მნიშვნელობას; კერძოდ კი, საქართველოს მთავრობასა და ისეთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს შორის თანამშრომლობას, როგორიც ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და თავისუფალი ზონის განვითარებაა. ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერების და ახალი მარშრუტების პროცესშია ჩართული. მეორე მხრივ კი ანაკლიის პორტი (კერძო ინვესტიცია) არის მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც ქვეყანაში ტვირთს და ახალ ბიზნეს ინვესტიციებს მოიზიდავს. ­­"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42