2013 წელს იგი მეგობრებთან ერთად ერ-რიადში ეროვნული და რელიგიური კულტურის ფესტივალში მონაწილეობის მიზნით ჩავიდა, თუმცა შარიათის პოლიციამ მისი დეპორტაცია მოახდინა.
შარიათის პოლიცია, ერთგვარი რელიგიური პოლიციაა, რომელიც თვალყურს ადევნებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ყველა მასობრივმა ღონისძიებამ ისლამის ნორმების მიხედვით ჩაიაროს.
დეპორტაციის მიზეზად ოფიციალურად მისი "ზღვარგადასული მომხიბვლელობა" დასახელდა. შარიათის პოლიციამ ჩათვალა, რომ ის ძალიან გამომწვევად გამოიყურებოდა, რაც ადგილობრივ ქალებს თავბრუს დაახვევდა და მათ უზნეობის ჩადენისკენ უბიძგებდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტმა, რომელიც მსოფლიომ გაიგო, ომარს დიდი პოპულარობა მოუტანა. დეპორტაციის შემდეგ იგი მალე აშშ-ში ჩავიდა, სადაც მისი სილამაზე ჯეროვნად დააფასეს - იგი არაერთ კლიპში, ფოტო-ვიდეო სესიებში, ფილმებსა თუ სხვა სარეკლამო კამპანიაში იღებს მონაწილეობას. სკანდალური ისტორიისა და სილამაზის გამო ის იმდენად პოპულარულია, რომ დაბადების დღეზე უცნობი თაყვანისმცემელი ქალისგან საჩუქრად ავტომობილი Mercedes G55 მიიღო.
"ყოველდღე მადლობას ვწირავ უფალს იმისთვის, რაც ერ-რიადშ მოხდა," - აცხადებს ომარი ინტერვიუში.
თუმცა, ომარს ერთი "ნაკლიც" აქვს - იგი დაქორწინებულია, მეუღლის ერთგულია და ვაჟიშვილს ზრდის.




მასალის გამოყენების პირობები






