რუსეთმა სირიაში ქიმიური თავდასხმის გამოძიებას ისევ ვეტო დაადო , რასაც თეთრი სახლის მწვავე რეაქცია მოჰყვა
მსოფლიო - 13:48, 18 Nov, 2017     1343
სირიაში, 2017 წლის აპრილში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის ფაქტის საერთაშორისო გამოძიების მხარდამჭერ რეზოლუციაზე რუსეთის მიერ ვეტოს დადებას მწვავე შეფასებები მოჰყვა თეთრი სახლის მხრიდან. აშშ-ს ხელისუფლებამ რუსეთი ქიმიური მოწამვლის მსხვერპლთა უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

„გამოძიების მანდატის გაგრძელებაზე ვეტოს დადებით რუსეთმა მკაფიო სიგნალი გააგზავბა, რომ ის არ აფასებს ქიმიური თავდასხმის მსხვერპლთა სიცოცხლეს ან პატივს არ სცემს ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებს.“- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია რომ რუსეთის ეს ქმედება ნაკარნახევია ასადის რეჟიმის და იმ ტერორისტების დაცვით, რომლებიც სირიაში ქიმიურ იარაღს იყენებენ.

ვაშინგტონის განცხადებით, რუსეთის უარის მიუხედავად ისინი მაინც მოახერხებენ რომ გამოძიება ბოლომდე მივიდეს .

შეგახსენებთ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით რეზოლუცია რუსეთმა 16 ნოემბერს დაბლოკა. რეზოლუციის მისაღებად გაეროს უშიშროების საბჭო 9 წევრის თანხმობა იყო საჭირო, ასევე მასზე ვეტო არ უნდა დაედო უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს - აშშ, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს ან ჩინეთს.

რეზოლუციამ 12 ხმა მიიღო, თავი შეიკავა ჩინეთმა და ეგვიპტემ, რუსეთმან უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსით ვეტოს უფლება გამოიყენა და რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. პროექტის წინააღმდეგ წავიდა ბოლივიაც. რუსეთს პრეტენზიები საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან აქვს.

სიარიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ეს რუსეთის მეორე ვეტოა, პირველად გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა ამ საკითხზე ვეტოს უფლება 24 ოქტომბერს გამოიყენა.

2017 წლის 4 აპრილს სირიის ქალაქ ხან-შეიხუნში მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი, ზარინი გამოიყენეს. წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ქიმიური თავდასხმა, რომელსაც 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, სირიის მთავრობამ განახორციელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42