ეკონომიკის მინისტრის მოადგილე “Start in Georgia“-ს გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:27, 18 Nov, 2017     1158

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება - ასეთ საგამოფენო სივრცეში დამწყებ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ეძლევათ, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ, თუ რა ხდება სექტორში და რა გამოწვევებია“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა „ექსპო ჯორჯიაში“ გამოფენა “Start in Georgia“-ს გახსნის ცერემონიაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. გამოფენა „ქართული სტარტაპების ასოციაციისა“ და Start–Business Solutions-ის ორგანიზებით ტარდება და მასში სხვადასხვა ფონდები, პროგრამების წარმომადგენლები, ბანკები, ბიზნესაქსელერატორები, ინკუბატორები და საკონსულტაციო კომპანიები მონაწილეობენ. Start in Georgia“-ს სივრცეში ასევე წარმოდგენილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტები, მათ შორის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენდები.

„თქვენ იცით, რომ სახელმწიფო სამი მიმართულებით ახორციელებს სტარტაპების ხელშეწყობას. პირველი, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, თავისი სტარტაპების დაფინანსების პროგრამით და უახლოეს მომავალში ველოდებით, რომ გამოვაცხადებთ ახალ საგრანტო კომპონენტს. ასევე არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ რომელსაც აქვს სხვადასხვა მიმართულებების თანადაფინანსების კომპონენტები და აქ არის „საპარტნიორო ფონდი,“ თავისი სტარტაპ პროგრამით, რომელიც ახორციელებს 100 000 ლარამდე დაფინანსებას არამაღალტექნოლოგიური პროექტების კუთხით. დღეს გამოფენაზე წარმოდგენილია ჩვენი სტენდები, სადაც დაინტერესებულ და დამწყებ ბიზნესებს შეუძლიათ სამინისტროს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ჩერქეზიშვილმა.

გამოფენის ორგანიზატორების ინფორმაციით, “Start in Georgia“-ს მიზანია ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, სტარტაპებისთვის და ბიზნესის დამწყებებისთვის ინფორმაციის ეფექტური მიწოდება, ცნობადობის გაზრდა და მეწარმეობის ინიცირება. მათივე განცხადებით, გამოფენა წაახალისებს დამწყებ მეწარმეებს, რომელთათვის ბიზნესის დასაწყებად მსგავსი ხელშეწყობა მნიშვნელოვანი სტიმულია, რაც საბოლოოდ საზოგადოებრივ კეთილდღეობას და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42