ნეგატიური მოლოდინები და ხელისუფლების არაკომპეტენტურობა - რა ბედი ელის ლარს
პოზიცია - 17:46, 17 Nov, 2017     2159
ეროვნული ვალუტის მკვეთრმა გაუარესებამ საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია. სანამ ქართველი პოლიტიკოსები ჩვეულ რეჟიმში სპეკულირებენ თუ „ვინაა დამნაშავე“, ლარი დოლართან 3 თეთრით, ევროსთან კი 4 თეთრით გაუფასურდა.

ეროვნულმა ვალუტამ დასუსტება არჩევნებიდან მესამე დღეს დაიწყო, ინფლაცია მატულობს და რაც მთავარია, გუნდი, რომელიც „სიცოცხლით სავსე ქალაქში და ქვეყანაში“ ცხოვრებას გვპირდებოდა, პრობლემის გამკითხავი არ არის.

მმართველი გუნდი მხოლოდ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე, ოპოზიცია და საექსპერტო წრე კი ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობს.

ეკონომისტი, ირაკლი ყიფიანი ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეფასებისას ამბობს: „ადამიანს, რომელსაც, ლარის კონტექსტში რომ დავინახოთ, ხელები და ფეხები აქვს დამტვრეული, ერთ კვირაში ფეხზე ვერ დააყენებ”.

ყიფიანი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაჯანსაღება ხელისუფლების მიერ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრაა.

ეკონომიკის ექსპერტი ერთ-ერთ მთავარ გამოსავალს გადასახადების რეალურ შემცირებაში ხედავს.

"ლარის რეკორდული მაჩვენებლით გაუფასურებში მთავარ ფაქტორებს მოლოდინები თამაშობს, რომელიც ბაზარზეა შექმნილი - იმპორტიორებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა მომავალში ლარი კიდევ უფრო გაუფასურდეს და ცდილობენ მათ ხელთ არსებული ლარი უცხოურ ვალუტაში დააკონვენტირონ და მომავალი შეკვეთები არც კი განახორციელონ. თუმცა, არასწორი მოლოდინები არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა მოხსნილია, რადგან ქვეყანაში რომ ძირეული პირობები მოგვარებული იყოს, ნეგატიური მოლოდინები, დროის ასეთ მცირე მონაკვეთში, ლარის გაუფასურებას ვერ შეძლებდა. მთავარი პრობლემა ეკონომიკაშია. ბოლო 5 წლის განმავლობაში ხელისუფლებას არამდგრადი ეკონომიკური პოლიტიკა ჰქონდა, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მოლოდინების მიმართ ლარი იმაზე უფრო ძლიერი ყოფილიყო, ვიდრე არის დღეს.

მაგალითად, თუ ერთი ხელით ესტონურ მოდელს ატარებდნენ, რომელიც მოგების გადასახადის შემცირებას გულისხმობდა, მეორე ხელით აკეთებდნენ აქციზზე გადასახადების ზრდას, რაც ქვეყანაში ინფლაციურ მოლოდინებს აჩენდა. ეროვნულ ბანკს კი რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრება უწევდა, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებას იწვევდა. ქვეყანაში ბიზნესისთვის არაპროგნოზირებადი გარემოს ფორმირებაში ამ ხელისუფლებას დიდი როლი აქვს - არასწორი პოლიტიკა არის საბოლოო ჯამში იმის შედეგი, რაც სჭირს ლარს. მაგალითად კონსტიტუციის 94-ე მუხლი, რომელიც გარდამავალ დებულებაში გადავიდა, გულისხმობს გადასახადების ზრდას, როცა ეს მთავრობას მოუნდება. ეს ინვესტორისთვის მიმზიდველი არ არის.

ამასთან გლობალური კონკურენტუნარიანობის ფაქტორი რომ ავიღოთ, ჩვენი ქვეყნის რეიტინგი 2 ყველაზე მთავარი მიმართულებით გაუარესდა - რამდენად ეფექტურად ხარჯავს მთავრობა საბიუჯეტო ხარჯებს. კიდევ ერთი ფაქტორი, არის ის გზავნილები, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო პალატიდან გაჩნდა, რომ ხელისუფლებას კონკრეტული ბიზნესების მიმართ ინტერესი გააჩნია. მაგალითად მარგნეცის თემა იყო ასეთი. მსგავსი ტიპის გზავნილები აფუჭებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას. ამერიკიდან მოსულ გზავნილსაც რომ შევეხოთ, ექსპერტები ღიად ეუბნებიან რომ კონკრეტულ ბიზნეს საქმიანობაში სახელისუფლებო ინტერესი იკვეთება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის რეპუტაცია ამ მიმართულებით ილახება. თუ მთავრობა ქვეყანაში სტაბილური ბიზნესგარემოს არსებობაში ჩამოყალიბებული არ არის, ვღებულობთ იმას, რაც დღეს სახეზეა - ლარი არის ერთ-ერთი ინდიკატორი, და კარგად ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ყიფინმა.

მისი თქმით, თუ მთავრობას უნდა, რომ ლარი სტაბილური ვალუტა იყოს, ეკონომიკური მიმართულებით საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკა უნდა გაატაროს.

"ხელისუფლება ეროვნულ ბანკს სულ ტყუილად ახოცავს ხელს. ლარის დევალვაციაში ამ უწყების ბრალეულობა საერთოდ არ იკვეთება. აქ მთავარი დამნაშავე აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკაა. უმრავლესობის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კი არ უნდა იბარებდნენ, არამედ პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა მივიდნენ, იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე სასაუბროდ, რომელიც მათმა პოლიტიკამ გამოიწვია. პარლამენტარები, რომლებიც ამბობენ, რომ ეროვნული ბანკის არ სჯერათ, ხელს უწყობენ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი არასწორი მოლოდინების ფორმირებას. დღეს თუ რამე აუფასურებს ეროვნულ ვალუტას ეს მოლოდინები და პარლამენტართა არაკომპეტენტურობაა"- განმარტა ეკონომისტმა.

მმართველ გუნდს ძირეული ცვლილებების განხორიციელებისკენ მოუწოდებს ექსპერტი გიორგი პაპავა.

მისი შეფასებით, ლარის გაუფასურება გარკვეულწილად თვითმმართველობის არჩევნებსაც უკავშირდება.

„არჩევნების შემდეგ დაიწყეს დოლარის შეძენა ბიზნესებმა და ვხედავთ, რომ ნაწილობრივ წნეხი განახორციელა. ამას ემატება მეორე მოლოდინი, ბიზნესები რატომღაც ფიქრობენ, რომ წლის ბოლოს კურსი უნდა უფასურდებოდეს. ჩვენ არ ვიცით რა განწყობაა ბიზნესში, ისინი რამდენად ენდობიან დღევანდელ მთავრობას ეკონომიკური განვითარების კუთხით,“ - აცხადებს გიორგი პაპავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42