ახალი ონლაინ პლატფორმა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ინტერნეტის ჩართვაში დაეხმარება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:32, 17 Nov, 2017     1086

თიბისი დაზღვევა პროექტ „ჩართე“-ს მხარდამჭერი ხდება. პროექტს საგანმანათლებლო ფონდი “Educare Georgia” ახორციელებს. ვებ გვერდის www.charte.ge მეშვეობით ნებისმიერ მოქალაქეს ან ორგანიზაციას შეუძლია გახდეს მხარდამჭერი და სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ სკოლის ასაკის ბავშვებს ყოველთვიური ინტერნეტის გადასახადი ან კომპიუტერის შეძენა დაუფინანსოს.

“Educare Georgia”-ს წარმომადგენლის გიორგი ჯიბლაძის თქმით ფონდის მისია ინტერნეტისა და ტექნოლოგიების მეშვეობით საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

„დღეს საქართველოში ბავშვების დაახლოებით 20%-ს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. ჩვენ გვინდა თამანედროვე სამყაროს დანახებით მათ მეტი ცოდნის მიღების სურვილი გავუღვივოთ. სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ საჭიროა მსგავსი პროექტების განხორციელება“

პირველ ეტაპზე პროექტი წეროვანის იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაში ხორციელდება. ის 10-12 კლასის მოსწავლეთათვის არის გათვლილი, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ვერ ახერხებენ, სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვას. ამ დროისთვის შემოსული დაფინანსებით მოხერხდა ქსელში 61-დან 35 ბავშვის ჩართვა.

თიბისი დაზღვევამ პროექტის ფარგლებში დევნილთა დასახლება ფრეზეთი ჩართო და ბავშვებს კომპიუტერები შეუძინა. როგორც თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილედავით კიღურაძე ამბობს - “ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროექტი “ჩართეს”, როგორც მომავალი თაობის განვითარებისთვის ძალიან საჭირო ინიციატივის მხარდაჭერა. დღეს, როდესაც სამყარო ასე სწრაფად ვითარდება, უბრალოდ აუცილებელია, ყველა ბავშვს ჰქონდეს ინფორმაციის წყარო განთლების მისაღებად, ინტერნეტთან წვდომა მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის ტოლფასია.”

პროექტზე მეტი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია „ჩართე“-ს ვებ გვერდზე www.charte.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42