„მშობიარობის შემდგომი იზოლაცია,“ რომლის დროსაც ერთი თვის განმავლობაში დედები სახლიდან არ გადიან, ფართოდ გავრცელებული ტრადიციაა ჩინეთში. ექსპერტები ამბობენ, რომ პროფესიულ სამედიცინო სფეროში ამ პრაქტიკის შესახებ ბევრი არაფერი იციან.
აღნიშნულ თემაზე სტატიას ბიბისი აქვეყნებს და ჩინელი დედების კომენტარებს გვთავაზობს.
„საკუთარ სახლში დარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია"- ამბობს ჩინგი, რომელსაც ბავშვის გაჩენის შემდეგ საკუთარი სახლი 28 დღის განმავლობაში არ დაუტოვებია.
ჩინგი ბიბისის ვიდეოინტერვიუზე დათანხმდა, რადგან მნახველებს მათთან მისვლა ჯერ კიდევ არ შეუძლიათ.
ჩინგის თქმით, იზოლაცია მნიშვნელოვანია, რადგან ახალშობილი ბავშვების იმუნეტეტი იმდენად დაბალია, რომ უპირველესად, „მშობლებსა და მათ ბაქტერიებს უნდა შეეგუონ.”
"თუ ამ პრაქტიკას არ მიჰყვებით , საკუთარ თავს ავნებთ"- ირწმუნება ჩინგი.
მშობიარობის შემდგომი იზოლაციის ტრადიცია აზიაშია გავრცელებული. უფრო მეტიც, ჩინეთში სპეციალური საავადმყოფოებიც კი არსებობს, რომლებშიც დედები ერთი თვის განმავლობაში რჩებიან, ზოგჯერ კი საკუთარ შვილებს მხოლოდ დღეში ერთხელ ნახულობენ.
ტრადიციული ჩინური მედიცინის თანახმად, ქალები მშობიარობის შემდეგ განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ცივი ჰაერისა და ზოგადად გაციებისადმი.
თუმცა, აღნიშნული ტრადიციის დაცვა , უცხო აღმოჩნდა ჩინგის მეუღლისთვის, რომელიც დიდ ბრიტანეთშია დაბადებული.
„ამასთან შეგუება ძალიან გაუჭირდა, რადგან უნდოდა ბავშვი ყველასთვის ეჩვენებინა“ - ამბობს ჩინგი.
პროფესორი კეიტ ვუ, რომელიც ლონდონის სამეფო კოლეჯის საავადმყოფოს ნევროლოგია , ამბობს, რომ მშობიარობის შემდგომი იზოლაციის ტრადიცია, იმდენად ღრმა ჩინურ კულტურაში, რომ ისიც ვერ გაექცა.
„ზოგიერთი მკაცრი წესი ერთი თვის განმავლობაში ცივი სასმელის მიღებას, შხაპის მიღებას, თმის შეღებასაც კრძალავს, რომ არაფერი ვთქვათ, სახლიდან გასვლაზე და ამ წესებს, ბევრი ქალი ემორჩილება. ქალები, ხშირად, ორი კვირის განმავლობაში საწოლიდანაც არ დგებიან, შემდეგ კი თავს მინიმალურად იტვირთავენ“ - ამბობს პროფესორი.
ექიმი ვუ განსაკუთრებით შეშფოთებულია იმითაც, რომ იზოლაციის წესებს ბრიტანეტში მცხოვრები ჩინელი დედებიც იცავენ, მიუხედავად იმისა, რომ მშბიარობის შემდგომ დეპრესიას განიცდიან.
„იზოლაციის პირობებში, ქალებს დეპრესიასთან გამკლავება უჭირთ. დედების უმეტესობა ამას მალავს , რადგან საზოგადოების რეაქციის ეშინია, ვინაიდან, ბავშვის გაჩენა ბედნიერ მოვლენად აღიქმება.
ექიმი ასევე შეშფოთებულია, რომ დედები ცდილობენ პრობლემებს თავად გაუმკლავდნენ, რამაც შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.
მასალის გამოყენების პირობები






