მისი თქმით, არსებობს მოლოდინები, რომ აცივებასთან ერთად ლარის კურსი გაუფასურდება.
"ნოემბრიდან მარტის ჩათვლით გაზის იმპორტი ხდება და არსებობს მოლოდინები რომ აცივებასთან ერთად კურსი დავარდება. ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენაა, თავისუფალ ეკონომიკაში. მოლოდინებიდან გამომდინარე ბაზრის მოთამაშეები ფიქრობენ, რომ კურსი დავარდება და ამიტომ ყიდულობენ დოლარს.
ჩვენ ეკონომიკის ფუნდამენტურ ფაქტორებს ვუყურებთ. მოკლევადიანი რყევა შესაძლოა, იყოს, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით, სად არის ქვეყანა, მისი მთავარი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით",- აცხადებს გილაური.
მისივე თქმით, საქართველოში ინვესტიციები "კარგ დონეზეა და ექსპორტი იზრდება".
"ანუ რეალურად კურსი არის დამყარებული იმაზე, რამდენი ფული გადის და რამდენი შემოდის. რეალურად უფრო მეტი ფული შემოდის ვიდრე გადის. ჩვენი გათვლა მოკლე საშუალო ვადაში არის, რომ 2.50-ს არ უნდა გადააჭარბოს ლარის კურსმა. ასეთია ჩვენი ხედვა. ეკვალიბრიუმი უნდა იყოს, ჩვენი აზრით, 2.50 ლარზე.”- აცხადებს გილაური.
წყარო www.bm.ge
მასალის გამოყენების პირობები






