მკვლელობა 2015 წლის 19 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების წინასწარი ვარაუდით, გიორგაძე კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, იური კარაულოვთან კაბინეტში იმყოფებოდა, რა დროსაც კრასნოგორსკის ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო შეუერთდა. სავარაუდოდ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გიორგაძემ ცეცხლსასროლი იარაღით ორივე მათგანი სასიკვდილოდ დაჭრა. გაცევისას შემთხვევითი გამვლელი კონსტანტინ სმისლოვი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. იმავე დღეს გიორგაძის ბინაში მოკლული იპოვეს მისი ბიზნესპარტნიორი ტრისტან ზაქაიძე.
სასტიკი მკვლელობიდან რამდენიმე საათში გიორგაძის მძღოლი, შოთა ელიზბარაშვილი სამართალდამცავებს ჩაბარდა და ჩვენება მისცა. ელიზბარაშვილის ადვოკატმა სამართალდამცავებს დაურეკა და აცნობა, რომ მის კლიენტს საკუთარი ნებით საგამოძიებო ორგანოში მისვლა სურდა. მძღოლის თქმით, მკვლელობის მომენტში ის გიორგაძის გვერდით იმყოფებოდა. მკვლელობის ადგილის დატოვების შემდეგ კი, გიორგაძემ გზაში "შემთხვევით" გამვლელიც მოკლა, რამაც მძღოლი ძალიან შეაშინა და პოლიციაში მისვლა გადაწყვიტა.
შოთა ელიზბარაშვილი, რომელმაც ორი წელი საგამოძიებო იზოლატორში გაატარა, პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
მასალის გამოყენების პირობები






