არჩილ ხაბაძე საბანკო დავალიანების მქონე პირებს შეხვდა
საზოგადოება - 21:49, 10 Jul, 2013     527
ადგილობრივების პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე საუბრისას მოსახლეობის მხრიდან რამდენიმე სახის პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის ბანკების მიერ დავალიანების მქონე ოჯახების გამოსახლების საკითხი. არჩილ ხაბაძე მათ ამ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა და განუცხადა, რომ ხვალ საგანგებოდ მოიწვევს აჭარაში არსებული ბანკების ხელმძღვანელებს და კიდევ ერთხელ სთხოვს გამოსახლების გადავადებას.

რაც შეეხება სესხების რესტრუქტურიზაციას, აჭარის მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ, რომელიც რამდენიმე თვეა სწავლობს თითოეული მოვალის საკითხს მთავრობის თავმჯდომარესთან და საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად, დავალიანების დაფარვისა და სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სპეციალური სქემა შეიმუშავა, რომელიც დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს.

კომისიამ 2008 წლის ომის შედაგად დაზარალებული 94 ოჯახი შეარჩია, რომელთაც სესხი აქვთ აღებული ბანკებისგან და კერძო იპოთეკარებისგან. უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება მემორანდუმს ბანკთან რათა შეღავათიანი სესხი გაიცეს კერძო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ დავალიანების მქონე პირებზე. სესხის დაფარვის ვადა განისაზღვრება 7 წლით. მთავრობა იღებს ვალდებულებას პირველი 3 წლის განმავლობაში დაფაროს სესხის პროცენტი. მსესხებელი გადაიხდის მხოლოდ 0-3%-ს, დარჩენილ საპროცენტო განაკვეთს აჭარის მთავრობა დაფარავს, რაც საერთო ღირებულების დაახლოებით 50%-იან თანადაფინანსებას გულისხმობს. თუკი თანადაფინანსების შემდგომ პერიოდში დარჩენილი ვალის გადახდის პირობები გადამხდელს არ დააკმაყოფილებს, მას თავისუფლად შეეძლება გადავიდეს მისთვის სასურველ საპროცენტო განაკვეთის მქონე ბანკში და წინასწარი დაფარვის საკომისიო არ გადაიხადოს. აღნიშნული 7 წლის განმავლობაში დაფარვის საკომისიო იქნება ნული.

შეხვედრისას ასევე დასახელდა ბანკების მხრიდან უსამართლოდ დარიცხული ჯარიმების პრობლემა, რაზეც არჩილ ხაბაძემ მსესხებლებს უპასუხა: "უკვე დარიცხული პროცენტების, ჯარიმების, ან სასამართლო ხარჯების დაფარვის საკითხზე მთავრობა იურისტებთან, არასამთავრობოებთან და საზოგადოების სხვა სექტორთან ერთად იმუშავებს. შედეგად შეისწავლება ყველა დაზარალებული ოჯახი, რომელიც ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოხდა მათი დაჯარიმება. მსესხებლებმა ყველანაირად უნდა სცადონ გააგრძელონ მუშაობა და გაიუმჯობესონ მათი ფინანსური მდგომარეობა".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42