„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი - ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:19, 15 Nov, 2017     1143
„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი - ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო საკვების უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემის, გემოვნური თვისებების, სწრაფი მომსახურების და სისუფთავისთვის მიიღო. Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატი შეფასების სხვადასხვა სისტემებთან ერთად მომხმარებლის უმაღლეს შეფასებას ეყრდნობა.

დაჯილდოების ცერემონიალი 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ რესტორნის ორი წლის იუბილესა და 48 წლის წინ, 15 ნოემბერს ამერიკაში, ოჰაიოს შტატში „ვენდის“ მსოფლიოში პირველი რესტორნის დაარსების დღეს დაემთხვა.

იუბილეს აღნიშვნაში მონაწილეობა მიიღეს „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ პეინმა, „ვენდის“ საერთაშორისო საოპერაციო დირექტორმა გაბორ ჰავარმა, საერთაშორისო განვითარების დირექტორმა დარილ ბაერერმა, „ვენდის“ საერთაშორისო ფინანსურმა დირექტორმა ბრენდონ გუტრიემ და „ვენდის“ საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ჩოგოვაძემ.

საერთაშორისო საოპერაციო დირექტორის გაბორ ჰავარის მიხედვით: „Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატით ჯილდოვდება რესტორნები, რომლებიც „ვენდის“ მთელს საერთაშორისო ქსელში გამოირჩევა საკვების უსაფრთხოებით, საუკეთესო ხარისხით, უმაღლესი კლასის მომსახურებით და მეგობრული გარემოთი. შესაბამისად, ჩვენ ვულოცავთ ქართულ „ვენდის“ ა ღირსეულ ჯილდოს“.

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის თქმით, „ძალიან სიმბოლურია, რომ საერთაშორისო „ვენდის“ დაფუძნების დღე დაემთხვა Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატის დაჯილდოების ცერემონიალს და ჩვენს ქალაქში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ დაბადების დღეს. მოხარული ვართ, რომ „ვენდის“ საერთაშორისო წარმომადგენლობა შემოგვიერთდა დღესასწაულის აღნიშვნაში და იზიარებს ჩვენს წინსვლას.

„„ვისოლ ჯგუფისთვის“, ისევე როგორც „ვენდისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და საერთო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებებია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. შესაბამისად, Dave’s Way ხარისხის ჯილდო ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა.“, აცხადებს სოსო ფხაკაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42