ანი ნადარეიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილიდან ცხადი ხდება, რომ სამართალდამცველებისთვის მიცემულ ჩვენებაში ე.წ. კანონიერი ქურდი არამარტო ასახელებს ე.წ. ობშიაკის თანხას, არამედ ჩვენებას დაკავებული ბაჩო ახალაიას წინააღმდეგაც აძლევს.
შეგახსენებთ, რომ ქურდული სამყაროს დაუწერელი კანონების მიხედვით, "კანონიერ ქურდს" ორივე ეს ქმედება აკრძალული აქვს.
ჩვენების ფრაგმენტის მიხედვით, რომელიც დღეს სასამართლოში დაწყებული ე.წ. "ციხის ბუნტის" განხილვის დროს გამოქვეყნდა, მამარდაშვილი მიუთითებს, რომ "საერთო სალაროში" დაახლოებით 200 ათასი ლარი ინახებოდა, თუმცა, განმარტავს, რომ ახალაიას და, ზოგადად, წინა ხელისუფლებას არა ეს თანხა, არამედ "ქურდების წელში გატეხვა" აინტერესებდა:
"დღეს დაიწყო ე.წ. "ციხის ბუნტის" საქმის განხილვა. მე არ ვიცი რა დავარქვა ამ საქმეს, სიტყვები არ მყოფნის. რომელ ქვეყანაში ხდება ის, რომ ქურდების ჩვენების საფუძველზე ასამართლებდნენ ყოფილ ძალოვან მინისტრს, თან იმ მინისტრს, რომელმაც თავისი და თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლის ფასად ბრძოლა გამოუცხადა ქურდულ სამყაროს და გაიმარჯვა ამ დიდ ბოროტებაზე?! ამას თვითონ ქურდი აღიარებს თავის ჩვენებაში: "ჩვენ ობშიაკში 200 ათასამდე გვქონდა, მაგრამ ახალაიას ფული არ აინტერესებდა, მას ტყავი უნდოდა, ანუ სია, იმისათვის რომ წელში გაეტეხა ქურდები", – წერს ანი ნადარეიშვილი."ნიუპოსტი" ბაჩო ახალაიას მიერ გამოქვეყნებულ ჩვენების ფრაგმენტსაც გთავაზობთ.

მასალის გამოყენების პირობები






