ლუისიტო ჯერ მხოლოდ 10 თვისაა და უკვე 28 კგ-ს იწონის. ის ერთ-ერთი მაგალითია მექსიკაში ბავშვთა სიმსუქნისა და დიაბეტის გავრცელებული შემთხვევებისა. ბავშვი ნახევარსაათიანი ჯდომის შემდეგაც კი იღლება, არ შეუძლია არათუ სიარული, არამედ ხოხვაც კი. ლუისიტოს ჭარბი წონის მიზეზი უცნობია, ის დაბადებისას 3.5 კგს იწონიდა და 52 სმ იყო, 2 თვეში მისმა წონამ 10 კგ-ს მიაღწია, შემდეგ 8 თვეში კი გაორმაგდა. „მე ვფიქრობდი რომ ეს იმის გამო ხდებოდა, რომ კარგი რძე მაქვს.“ - ამბობს ლუისიტოს დედა 24 წლის იზაბელ პანტოია.
ლუისიტოს მშობლების შემოსავალი 200 დოლარია, ექიმების თქმით კი ბავშვს ყოველთვიურად მინიმუმ 500 დოლარის ჰორმონალური ინექციები სჭირდება. ამასთანავე ლუისიტოსთვის აუცილებელია გამოკვლევები, რადგან მედიკოსების თქმით მას შეიძლება პრადერ-უილის სინდრომი ჰქონდეს. რომლის დამახასიათებელიცაა შიმშილის გრძნობის რეგულაციის არქონა. გონებრივი ჩამორჩენილობა, „ჟელატინის კუნთები“ ძალის გარეშე, გულის პრობლემები და სასქესო ორგანოების განვითარების შეფერხება.
მასალის გამოყენების პირობები






