ყველაზე უწყინარი ნიშანი ამ რეიტინგის მიხედვით კირჩხიბი აღმოჩნდა. ისინი მე-12 ადგილზე არიან.
12. კირჩხიბი
ის ემპათიით სავსეა და მისი წყობიდან გამოყვანა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ვინმეს მოკვლა მისი ვარიანტი არაა. ისინი ამისთვის ზედმეტად კეთილები არიან.
11. თევზები
მისი ყველაზე გაბედული ქმედება მრისხანების დროს ღვინის ბოთლის დაცლა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაა. მას შეუძლია „მოკლას“ ადამიანი, ოღონდ განუწყვეტელი წუწუნითა და გლოვით.
10. სასწორი
მის სულში ჰარმონია და სიმშვიდეა, მას არ უყვარს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება. მოქმედებების დაწყებამდე ის ყველა დადებით და უარყოფით შედეგებს გათვლის. იმპულსური მკვლელობა მისი სტილი არაა.
9. კურო
კურო-პერფექციონისტია, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც არ შეუძლია იმპულსური მკვლელობის ჩადენა. თუ მას ვინმეს მოკვლა მოუნდება, მაშინ ის ამას უნაკლოდ გააკეთებს.
8. თხის რქა
თვითკონტროლი და ემოციური სიცივე მისი ხასიათის მთავარი შტრიხია. მკვლელობის ჩადენა და მითუმეტეს ემოციების ფიონზე, მას სუსტი და არაორგანიზებული ადამიანების საქმედ მიაჩნია. თავად ის ასეთი არაა. მისი ჩადენილი მკვლელობა დეტალურად იქნება დაგეგმილი და ის ამას ცივი გონებით და სუფთა გულით შეასრულებს.
7. ლომი
ლომები ცოტა გაუწონასწორებლები და ყველაფრის დრამატიზირებისკენ მიდრეკილნი კი არიან, მაგრამ მათ იმპულსური მკვლელობა არ შეუძლიათ.
გარდა ამისა, მკვლელობა ეს ისეთი საქმეა, რომელზეც ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება, ლომებს კი საკუთარი პერსონის მიმართ ყურადღება ძალიან უყვართ. თუ ლომები ამ სახიფათო გზას დაადგებიან, მაშინ მათ სერიული მკვლელის როლი ურჩევნიათ, რადგან გაზეთის პირველ გვერდებზე მყვირალა სათაურები ხიბლავთ.
6.მშვილდოსანი
თუ თქვენ ეძებთ იმპულსურ პიროვნებას, რომელიც გადაწყვეტილებებს ემოციების გავლენის ქვეშ იღებს, მაშინ ყურადღება მშვილდოსანზე უნდა გაამახვილოთ. ისინი ცხოვრობენ პრინციპით „ჯობია პატიება ითხოვო, ვიდრე ნებართვა“. სწორედ მშვილდოსანია ის ვისაც დანით ხელში მსხვერპლის გვამთან მდგომს იპოვით.
5. ქალწული
ქალწულები ორსახოვანები არიან და სიმშვიდის ნიღაბს უკან ბოროტ და სახიფათო ნატურას მალავენ, მათზე დიდ ზეწოლას ნუ განახორციელებთ, თორემ შესაძლოა მათი კბენა ძალიან მტკივნეული, ან სასიკვდილო აღმოჩნდეს. მკვლელობის ჩადენის შემდეგ ისინი ცოტა ხნით შესაძლოა პანიკაში ჩავარდნენ, თუმცა გონზე მალევე მოდიან. თავის მიერ ჩადენილ ქმედებაზე კი პასუხისმგებლობას მთლიანად მსხვერპლს აკისრებენ.
4. მერწყული
მერწყულები ამოუცნობი ხალხია. ვერასოდეს ვერ მიხვდებით, საკუთარი პიროვნების რომელ მხარეს გაჩვენებენ - ნათელს თუ ბნელს. თუ განრისხებულ მერწყულს, არასასურველ დროს გადაეყრებით, შეგიძლიათ სიცოცხლეს თამამად დაემშვიდობოთ.
3. ვერძი
ვერძი არის სინონიმი სიტყვისა „ფეთქებადი“. თუ ის გაბრაზებულია თქვენ ნამდვილად გაქვთ მიზეზი იმისა, რომ გეშინოდეთ. ამის არგათვალისწინების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა დანამიბჯენილი აღმოჩნდეთ.
2.მორიელი
მორიელები არ ფიქრობენ, ისინი მოქმედებენ. ამ ყველაფერში კი ადანაშაულებენ გარემოს, მზეზე აფეთქებას, საშემოდგომო დეპრესიას და არამც და არამც საკუთარ ხასიათს და უკომპრომისობას. ახალ ამბებში რაიმე სასტიკი მკვლელობის შესახებ გაიგეთ? დარწმუნებული იყავით, რომ ის მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა ჩაიდინა.
1.ტყუპი
მისი მსხვერპლი ვერც კი ხვდება, რომ მისი გვარი მალე ნეკროლოგებში აღმოჩნდება, ტყუპი მომხიბვლელი, თავაზიანი, განათლებულია. შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ მას მკვლელობის ჩადენა შეუძლიათ, მაგრამ სულ ტყუილად არ გჯერათ.
მას თვითონაც ვერ წარმოუდგენია, რომ ვინმეს მოკვლა შეუძლია, მაგრამ ის ხომ ტყუპია, ორმაგი ბუნებით. დღეს ის თქვენი ნახვით ბედნიერია, ხვალ კი თქვენი მკვლელობა იქნება ერთადერთი, რაც მას დაამშვიდებს.
მასალის გამოყენების პირობები






