„ახალი სიმაღლეების დასაპყრობად“ - შატო მუხრანის ტერიტორიაზე კომპანია „ტოიოტამ“ 7 ნოემბერს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, „ტოიოტა პრადოს“ განახლებული მოდელის წარდგენა გამართა.
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი „Toyota Land Cruiser Prado” ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.
„ახალი მოდელის წინა და უკანა ნაწილები, მისი წინამორბედისგან სრულიად განსხვავებულია, განახლებულია ავტომობილის ინტერიერის დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლებიც. მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ ამ ავტომობილის მართვის სტილი და შესაძლებლობები. მოხარულები ვართ, რომ ქართველ ავტომოყვარულებს პრადოს განახლებული მოდელი წარვუდგინეთ“, - აღნიშნა „ტოიოტა კავკასიას“ პრეზიდენტმა მიცურუ კონიშიმ.
აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado” თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია. უგზოობაზე მოძრაობის შეუდარებელმა შესაძლებლობებმა ლენდ კრუიზერს მსოფლიოში ყველაზე გამძლე და სანდო ავტომობილის რეპუტაცია შეუქმნა და ევროპის ათზე მეტ ქვეყანაში ამ სეგმენტის გაყიდვების ლიდერად აქცია.
განახლებული „Toyota Land Cruiser Prado”-ს სიახლეების გაცნობა ავტომობილის თაყვანისმცემლებმა და მსურველებმა შატო მუხრანის ტერიტორიაზე ტესტ-დრაივის საშუალებით შეძლეს. ყოველივემ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა, ილუზიონისტი, ანიმატორები,“ ქუჩის თეატრი“ და მუსიკალური ბენდი „Yellow” დამსწრე საზოგადოების დადებით განწყობაზე განსაკუთრებულად ზრუნავდნენ.
განახლებული მოდელის წარდგენა პრეზენტაციის შემდგომ დრამერებისა და საჰაერო აკრობატული შოუს ფონზე მოხდა.
„Toyota Land Cruiser Prado“ - ს რეპუტაციას კიდევ უფრო ამყარებს მისი ექსტერიერის ახლებური, უფრო თანამედროვე და გამოკვეთილი სტილი, უფრო დახვეწილი, კომფორტული და მაღალი ხარისხის ინტერიერის დიზაინი, გაუმჯობესებული დინამიური მაჩვენებლები და მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი შესაძლებლობები, როგორც ნორმალურ, ასევე უგზოობის პირობებში.
„Toyota Land Cruiser Prado“ -ს იღბლიან მფლობელს ავტომობილში დახვდება ახალი დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც მოიცავს დიდ 8-დიუიმიან Toyota Touch® 2 და „Go“ მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ 4.2-დიუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს.
წინა სავარძლის გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და “ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი - „ტოიოტას“ მძღოლსა და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს უქმნის.
“მთელი მსოფლიო და ასევე საქართველო, საავტომობილო სივრცეში დიდი მოლოდინით აკვირდებოდა, როდის გამოჩნდებოდა „Toyota Land Cruiser Prado“-ს ახალი მოდელი, დღეს სწორედ ის თარიღია, როდესაც შედგა ეს პრემიერა და ჩვენ უკვე ვიხილეთ ლენდ კრუიზერის უახლესი მოდელი, ერთად შევაფასეთ და ერთად გავაკეთეთ ტესტ დრაივი. ავტომობილმა დააკმაყოფილა ყველა ის მოთხოვნა, რაც ბაზარზეა და ჩემი აზრით კვლავ შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ახალ მოდელში ასევე, შეიცვალა დიზაინი და გაუმჯობესდა ტექნოლოგიურადაც“, - განაცხადა ტოიოტა ცენტრ თეგეტას გაყიდვების უფროსმა გიორგი კობახიძემ.
„Toyota Land Cruiser Prado“ უგზოობის პირობებში შეუდარებელია! ამის მიზეზი კი რამდენიმე კომპონენტია: გამძლეობა, დეფორმაციისადმი მედეგობა, ჩარჩოიანი ძარის მეთოდით აგებული უნიკალური კონსტრუქცია და ინსტრუქციებისა და ტექნიკური მხარდაჭერის არაჩვეულებრივი კომბინაცია.
ახალი „Land Cruiser Prado“-ს უგზოობის პირობებში გამავლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზრდილია მისი უკანა დიფერენციალის სამი ვარიანტის წყალობით: ღია, ჩასაკეტი ან ახალი თვითბლოკირებადი დიფერენციალი Torsen Limited Slip (LSD).
ამ ყველგანმავალის Multi-terrain Select System (MTS) სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდა „AUTO Mode-ის“ (ავტომატური რეჟიმი) დამატებით, რომელიც ავტომატურად მოდის მოქმედებაში და 5-სიჩქარიანი ნელი სვლის მაკონტროლებელი „Crawl Control“ - ე.წ. ცოცვის ფუნქციით. ხოლო „Multi-terrain Monitor“ ეკრანის ფუნქციები გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს არა მარტო იატაკის ქვეშ ხედვისა („Underfloor View“) და წინა ხედვის („Front View Rotation“) როტაციის ფუნქციებს, არამედ პანორამული ხედვისა („Panoramic View“) და ფართო უკანა ხედვის („Wide Rear View“) ეკრანებსაც.
ლენდ კრუიზერ პრადოს მთლიანი სიგრძე 60 მმ-ით არის გაზრდილი 4,840 მმ-მდე. მას განსაკუთრებული მანევრულობა ახასიათებს, რომლის მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5.8 მეტრია.
"Toyota Land Cruiser Prado“ არის ძალიან ცნობილი და აღიარებული ყველგანმავალი, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ჩვენი ქვეყნის მთიანი რელიეფიდან გამომდინარე, Prado-ს ყველა თაობის მოდელი ერთნაირად წარმატებული და საჭირო იყო. ავტომობილის ყველა კომპლექტაცია, რომელსაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ, შექმნილია ჩვენი კლიმატური პირობებისა და გეოგრაფიული სპეციფიკის გათვალისწინებით", - განმარტა ტოიოტა ცენტრ თბილისის გაყიდვების ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინუკა გაგუამ.
ახლებური დიზაინის მქონე კაპოტით, რადიატორის ცხაურით, განათების ფარებით, წინა ბამპერითა და დამცავი ფარებით, „Toyota Land Cruiser Prado“ -ს წინა მხარე თავისი უნიკალური ისტორიული დიზაინის მრავალ სტრუქტურულ ელემენტს ეფუძნება.
ახალი „Toyota Land Cruiser Prado“ ექსტერიერის ათ სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. მათგან ორი სრულიად ახალია - Midnight Emerald Blue („შუაღამის ზურმუხტისებრი ლურჯი“) და Avant-Garde Bronze metallic („ავანგარდული ბრინჯაოსფერი მეტალიკი“).
ახალი „Toyota Land Cruiser Prado“ -ს ინტერიერი გვთავაზობს ინსტრუმენტთა პანელის შეცვლილ სტილს მძღოლის ინსტრუმენტთა და ცენტრალური მართვის პულტის ჩათვლით. მისი ფუნქციონირება გაუმჯობესებული, ხოლო მოპირკეთება - უფრო დახვეწილი და ყველგანმავალი მანქანის პრემიუმ ხარისხისათვის შესაფერისია.
უგზოობის პირობებში მოძრაობისას წინა მხარის ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ცენტრალური მართვის პანელის უკიდურესი ზედა ნაწილი დადაბლებული, უფრო გლუვი და დახვეწილი შესახედაობისაა. მართვის პანელზე განთავსებულია ახალი, უფრო დიდი ზომის 8-დიუიმიანი ფერთა სრული დიაპაზონის მქონე მულტიმედია ეკრანი, გლუვი ზედაპირის მქონე კონდიცირების კონტროლის პანელი და გადაცემასთან დაკავშირებული ინსტრუმენტული პანელი.
განახლებულია საჭეც, რომელიც „Toyota Land Cruiser 200 (V8)“ მოდელების საჭეების მსგავსია.
ახალი „Toyota Land Cruiser Prado“-ს ინტერიერი ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და „Premium Beige“, რომელიც სრულიად ახალია. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმებას აგვირგვინებს - „Silver Hairline“ მეტალისებური ტექსტურით დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის პულტის დამუშავებას და სრულიად ახალ მუქ ყავისფერ ხის მსგავს იერს ესადაგება.
განახლებული მოდელის პრეზენტაცია ცეცხლოვანმა შოუმ დაასრულა, მოგვიანებით სტუმრებმა შატო მუხრანის რესტორანში გადაინაცვლეს, სასიამოვნო დღე კი საზეიმოდ, ტორტის გაჭრითა და დადებითი ემოციებით დასრულდა.
ტოიოტას ოფიციალური დილერები არიან ტოიოტა ცენტრი თბილისი და ტოიოტა ცენტრი თეგეტა, ინფორმაცია ახალ პრადოსა და ოფიციალურ დილერებზე ხელმისაწვდომია ტოიოტას ოფიციალურ web-გვერდზე: www.toyota.ge .











მასალის გამოყენების პირობები






