აღნიშნულის შესახებ გურამ მისაბიშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მოგმართავთ 12 მაჟორიტარ-დეპუტატის სახელით. ჩვენი მისამართით უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგნელის მხრიდან წამოსული აგრესია და ცინიზმი ყოველგვარ ფარგლებს - არამხოლოდ კანონის, არამედ ადამიანური და მორალის პრინციპებსაც გასცდა. სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭირო ამაზე გამოხმაურება. ის, რაც შოთა მალაშხიამ პრესაში განაცხადა, ეს უკვე არც პოლიტიკაა, არც კრიტიკა და ზნეობასთან ხომ საერთოდ საქმე არ აქვს. ბატონი მალაშხია, რატომღაც ნაძირლებად გვამკობს იმ 12 დეპუტატს, რომლებმაც ჩვენი საქმიანობის გაგრძელება პარლამენტში დამოუკიდებელი სტატუსით ვარჩიეთ და ბოლოს გახმაურებული კადრების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენს არჩევანში არ შევმცდარვართ. ამგვარ დანაშაულზე უარის თქმა თუ ნაძირლობად მიგაჩნიათ, მაშინ მე მიჯობს, ნაძირალა მიწოდეოთ, რომელიმე პატრიულ შეკრებაზე, მაგრამ ქართული საზოგადოების წინაშე სუფთა და მართალი კაცის სახელი მქონდეს, რომელიც ამ სიმახინჯეს გაემიჯნა. ასეთივეა ჩემი კოლეგების პოზიციაც. შოთასა და მისნაირების გასაგონად მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ გარჩევებისთვის, პოლიტიკური ინსინუაციებისთვისა და სალაყბოდ არ შემოვსულვართ პარლამენტში. თითოელ დეპუტატს ჩვენი ამომრჩევლების წინაშე ვალდებულებები გვაქვს", - განაცხადა მისაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






