„მჯერა თუ არა, მე ჩვენი სპეცსამსახურების მხარეზე ვარ, განსაკუთრებით მათ ახალ ხელმძღვანელობას ვენდობი. ეს შესანიშნავი ხალხია,“- განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ მას ვლადიმერ პუტინისაც სჯერა, რომელიც ამ არჩევნებში ჩარევას უარყოფს, თუმცა რისი სჯერა პუტინს, ეს მას არ აინტერესებს.
„მე მჯერა, რომ პუტინი გულწრფელად დარწმუნებულია იმაში, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში არ ჩარეულა. ამავე დროს, ის რისიც პუტინს სჯერა, მისი საქმეა,“- დასძინა პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადებით, მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში „კარგი დისკუსია“ ჰქონდა. მან ასევე აღნიშნა, რომ სურს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს. იგი რუსეთისა და ჩინეთისგან ჩრდილოეთ კორეის გარშემო არსებული დაძაბულობის მოგვარებაში დახმარებას ელოდება.
ვიეტნამის შემდეგ, აზია წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერები ფილიპინებზე გაემგზავრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






