შეგახსენებთ, რომ სალამაშვილი ოთხი დღის წინ რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. დაკავებულის ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკორინთლოს მკვიდრის დაკავება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. მათი თქმით, რუსი მესაზღვრეების მიერ გაბმული მავთულხლართების გადალახვა შეუძლებელია.
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, თავად რუსი მესაზღვრეები სხვადასხვა მეთოდებით მაინც ახერხებენ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოსვლას და შედეგად, ადგილობრივების დაკავებას.
გათავისუფლებული ზურაბ სალამაშვილის და, მარინა სალამაშვილი აცხადებს, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული 2 000 რუბლიანი ჯარიმა გადახდილია. აღსანიშნავია, რომ ეს ჯარიმა ოჯახს არ გადაუხდია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ვინ გადაიხადა აღნიშნული თანხა.
მასალის გამოყენების პირობები






